მთავარიშოპისუნამო

MOLECULE 01 + GINGER

MOLECULE 01 + GINGER

Eau de Toilette

სუნამო

აღმოაჩინეთ Escentric Molecules-ის არომატის, Molecule 01 + Ginger-ის დამატყვევებელი ხიბლი.

მოცულობა:

Not Chosen

684.00 ₾
აღწერა

აღმოაჩინეთ Molecule 01 + Ginger-ის დამატყვევებელი ხიბლი: ავანგარდული არომატული დიზაინის სახლის, Escentric Molecules-ის 2023 წლის დამაინტრიგებელი უნისექსური ქმნილება, კლასიკური პარფიუმერული მოლეკულის, 01-ისა და ჯანჯაფილის გამამხნევებელი შტრიხების ჰარმონიული ნაზავით, როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს, მიმზიდველ ყნოსვით განცდებს პირდება. კომფორტული და ეფექტური გამოყენებისთვის, სუნამო, აეროზოლის 100-მლ-იან ფლაკონშია მოთავსებული.

Molecule 01 + Ginger-ის საფუძველს, საუკეთესო ტრადიციებისა და ინოვაციების კომბინაცია წარმოადგენს: კარგად ნაცნობი მოლეკულა 01-ის ბაზას, ჯანჯაფილის ცხარე ნოტები აძლიერებს და ყველასგან გამორჩეულ, ხანგრძლივად მდგრად, ფაქიზ, თუმცა შესამჩნევ არომატს აყალიბებს.

მრავალმხრივი ხასიათის დამსახურებით, Molecule 01 + Ginger-ის გამოყენება, განსხვავებულ სიტუაციებში შეგიძლიათ: უნისექსური სითხე და გემოვნებიანი შეფუთვა, სურნელოვანი ენთუზიასტებისთვის, იდეალური საჩუქარია, თქვენი კოლექციისთვის კი — ღირსეული დანამატი! Molecule 01 + Ginger-თან ერთად, არა მხოლოდ, არომატს ატარებთ, არამედ — ყნოსვით განცდებს ეგებებით: ეს უნიკალური ნაზავი, ინდივიდუალიზმისა და შემოქმედებითობის ზეიმი და ბრენდის სულისკვეთების ჭეშმარიტი განაცხადია.

რაღას უცდით? შეაბიჯეთ სახასიათო სუნამოების სამყაროში, Molecule 01 + Ginger-თან ერთად!

Iso E Super (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით), ჯანჯაფილი

Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.