MOLECULE 01 + CISTU
Eau de Toilette
სუნამო
გსურთ, ჭეშმარიტად უნიკალური არომატი გამშვენებდეთ? — გაიცანით Molecule 01 + Cistus, Escentric Molecules-ისგან!
Not Chosen
ატარეთ ყველასგან განსხვავებული არომატი: Escentric Molecules-ის Molecule 01 + Cistus, მინიმალისტური ხასიათის, თბილი, კამკამა და მდგრადი პერსონალიზებული ნაზავია, ინოვაციური მოლეკულის — Iso E Super-ის (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით) და საკმელას (იგივე კლდის ვარდი) კომბინაციით, რომელსაც, უნისექსურ, ინტიმურ ხასიათს ანიჭებს ტყავისებრი შტრიხები.
მარტივი სტრუქტურით — Iso E Super-ისა და საკმელას სინთეზით შექმნილი სითხე, კედარვუდის ტონალობას, მსუბუქ კვამლისებრ ასპექტებთან აწყვილებს: Iso E Super, აბსტრაქტული სინთეტიკური მოლეკულაა, საკმელას ინგრედიენტს კი ხმელთაშუა ზღვის კლდის ვარდის ფისისგან აწარმოებენ.
Escentric Molecules-ის თანადამფუძნებლის და ოსტატი პარფიუმერის — გეზა შოენის ქმნილება, კონტრასტების შესწავლას ეძღვნება: მისი სურნელი, ხავერდოვან და ამავდროულად, ანიმალისტურ მახასიათებლებს შორის მერყეობს და სიმტკიცესთან ერთად, ტყავის მინიშნებებს და სიტკბისა და სიმშვიდის შტიხებსაც ამჟღავნებს.
საკმელას ლაბდანუმი (ე.წ. პარფიუმერიის „ნაღები საზოგადოება“: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული პიკანტური, ქარვისებრი, ფისების სურნელით; თბილი, პიკანტური, ქარვისებრი, ბალზამისებრი, ყვავილოვანი, მერქნისებრი და მშრალი აქცენტებით; ზოგჯერ ტყავისებრი და თაფლისებრი ნიუანსებით და ქლიავის მინიშნებებით, ყვავილოვან ნახევარტონებსა და ღრმა, თბილ ასპექტებთან ერთად), Iso E Super (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით)
ALCOHOL DENAT, PARFUM, AQUA, TETRAMETHYL ACETYLOCTAHYDRONAPHTHALENES, CAMPHOR, BETA-CARYOPHYLLENE, CARVONE, LINALYL ACETATE, TERPINEOL, CITRUS AURANTIUM BERGAMIA PEEL OIL, GERANYL ACETATE, PINENE, CITRAL, GERANIOL, LINALOOL, CITRONELLOL, LIMONENE, ALPHA-TERPINENE, TERPINOLENE, ETHYLHEXYL SALICYLATE, BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE, ETHYLHEXYL METHOXYCINNAMATE.
Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.
