MOLECULE 01 + BLACK TEA
Eau de Toilette
სუნამო
გაიცანით სუნამო, რომლის არომატული პროფილიც, ძალისხმევის გადაჭარბების გარეშე, ხანგრძლივი შთაბეჭდილების გარანტიაა!
Not Chosen
Escentric Molecules, 2023 წლიდან, დამატყვევებელ ნიშურ არომატს წარმოგვიდგენს: Molecule 01 + Black Tea, იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც უნიკალურ ყნოსვით განცდებს აფასებენ. 100-მლ-იან ფლაკონში მოქცეული სითხე, დახვეწილობისა და თანამედროვეობის ნაზავით, ყველგან თქვენი ერთგული თანმხლებია!
შავი ჩაის და Iso E Super-ის საკვანძო ნოტებით გამორჩეული Molecule 01 + Black Tea, დაუვიწყარ შეგრძნებებს გპირდებათ: მოცემული ინგრედიენტების კომბინაცია, დამაინტრიგებელ და ამავდროულად, დამამშვიდებელ, ჰარმონიულ ბალანსს ამყარებს: შავი ჩაი, კომპოზიციას, სიღრმისა და სიმდიდრის შტრიხებით ამკობს; მოლეკულა Iso E Super კი, ზოგად სურნელს აძლიერებს და ფაქიზ, ხავერდოვან ასპექტებს ანიჭებს.
ამ უნისექსურ ქმნილებაზე მუშაობისას, ნიშური არომატებით განთქმული სახლის მიზანი, მრავალმხრივი, უკვდავი სურნელის შექმნა იყო: ბიზნეს-შეხვედრაზე თუ უდარდელად სეირნობისას, Molecule 01 + Black Tea, პერსონალური სტილის წარმოსაჩენი იდეალური აქსესუარია, რომლის არომატული პროფილიც, გარშემომყოფებზე, ძალისხმევის გადაჭარბების გარეშე, ხანგრძლივი შთაბეჭდილების მოხდენის გარანტიაა!
შეიგრძენით ფუფუნების არსი Escentric Molecules-ის Molecule 01 + Black Tea-სთან ერთად; აქციეთ თქვენი არომატული კოლექციის განუყრელ ატრიბუტად და ისიამოვნეთ შავი ჩაისა და ინოვაციური მოლეკულა Iso E Super-ის უნიკალური, უპრეცედენტოდ გამორჩეული ნაზავით!
Iso E Super (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით), შავი ჩაი
Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.
