მთავარიშოპისუნამო

MOLECULE 01

MOLECULE 01

Eau de Toilette

სუნამო

გაამდიდრეთ სურნელოვანი კოლექცია Escentric Molecules-ის მარადიული არომატით: შეიგრძენით Molecule 01-ის მაგია!

მოცულობა:

Not Chosen

432.00 ₾
აღწერა

შეიგრძენით Escentric Molecules-ის 2006 წლის რევოლუციური უნისექსური არომატის ხიბლი: Molecule 01, უნიკალური ფორმულითა და მინიმალისტური ელეგანტურობით, უკვე წლებია, რაც სურნელოვან ენთუზიასტებს აჯადოებს. 100-მლ-იან ფლაკონში მოქცეული სითხე, მსოფლიო პარფიუმერიის სფეროს ჭეშმარიტი ინოვაციაა!

ეს დამაინტრიგებელი, დახვეწილი კომპოზიცია, მერქნოვან-პიკანტური არომატების ოჯახს მიეკუთვნება. მისი შექმნის მიზანი, თითოეული პიროვნების სხეულის ქიმიასთან ადაპტირებადი ფორმულის შემუშავება და მომხმარებელთა შორის, ჭეშმარიტად პერსონალური, ექსკლუზიური განცდების აღძვრა იყო: მართლაც, Molecule 01-ის სურნელი, დღის განმავლობაში, მუდმივად ვითარდება და თქვენს ბუნებრივ მიმზიდველობას, ფაქიზი შტრიხებით აძლიერებს.

განთქმული არომატული დიზაინის სახლის ქმნილება, იდეალურია მათთვის, ვინც უპირატესობას რაფინირებულ არჩევანს ანიჭებენ: ბიზნეს-შეხვედრასა თუ უდარდელიად სეირნობისას, ეს მრავალმხრივი ხასიათით გამორჩეული სუნამო, ხანგრძლივი შთაბეჭდილების გარანტიაა!

გაამდიდრეთ თქვენი არომატული კოლექცია Escentric Molecules-ის მარადიული სურნელით: შეიგრძენით Molecule 01-ის მაგია!

Iso E Super (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით)

Alcohol denat, Parfum (fragrance), Aqua (water)

Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.