MNEMOSINE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Mnemosine, ყველაზე ღრმა, დაუოკებელ ცდუნებებს აღძრავს და მოგონებებში აღბეჭდავს უკვდავი სილამაზის ნაზ, არისტოკრატულ ძალას, რომლის წინაშეც ყოველი სულიერი უძლურია.
Not Chosen
ტიტანიდი მნემოსინე მოგონებებისა და მეხსიერების ძალის ღვთაებაა.
Giardino Benessere-ს არომატი Mnemosine („მნემოსინე“) იმ მომენტების სილამაზეს აცოცხლებს, ჩვენს მოგონებებში რომ უნდა აღვბეჭდოთ და გულში, სურნელის ძალით წარმოვისახოთ.
მნემოსინე შთამაგონებელი მუზების დედადაც ითვლება: მეხსიერების ძალით, ხელოვანებისთვის შთაგონება და ოსტატურ ქმნილებათა მშვენიერება მოაქვს. ამ ყველა ჯადოსნობას კი, Giardino Benessere-ს ესენცია Mnemosine-ს სურნელი, საბედისწერო, დაუძლეველი სურვილის აღმძვრელ მაგიად გარდაქმნის.
არომატი დამაჯერებელი, შუშხუნა თაიგულით იშლება — ბრაზილიური მარაკუიას სიტკბოსა და სორენტოს ლიმონის და კალაბრიული ბერგამოტის ციტრუსოვანი ნოტების ნაზავით. მათ სურნელს გამოკვეთს ფრანგული შავი მოცხარის კონტრასტული, აკრობატული ნოტები, რომელთაც მექსიკური ტუბეროზის და ტაილანდური ილანგ ილანგის ნარკოტიკული კვამლი იხუტებს. ეს მდიდრული, მხიარული გამხსნელი ნოტები, დაუდევარ, დაუღალავ გულში განისვენებენ, სადაც სიჩუმე და ბგერები ერთმანეთს სწრაფ რიტმში ერწყმიან.
კომპოზიციის გულში, უიშვიათესი იტალიური იის ნოტები ვენესუელური პლუმერიას (იგივე ლილავადი/ფრანჯიპანი) განმაიარაღებელ სიტკბოში მყარდებიან, შემდეგ ეტაპზე კი — ბერძნული ქონდრის და ცეილონის (შრი-ლანკა) დარიჩინის არომატულ რევერბერაციებს იწვევენ. მათი სურნელს ხილისებრი აკორდები — ალბანური ნარცისის და ინდური სამბაკის ჟასმინის აფროდიზიაკურ მოსასხამში გახვეული რომანიის (რომანია: იტალიის ისტორიული ოლქი) გემრიელი ატამი ატკბობს.
ცდუნებისა და მოჯადოებისთვის შექმნილი სუნამოს ბაზა მადაგასკარის ვანილის ყვავილების გამჭოლ სიტკბოს ეყრდნობა, რომელსაც ტოსკანური კვიპაროსის და ინდური წითელი პაჩულის არისტოკრატული ნოტები აძლიერებს. დამხმარე საბაზისო ნოტებს წარმოადგენს Terenzi-ს მუშკისა და ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) ბლენდით გენერირებული ჯადოსნური წვეთის აფროდიზიაკური და პროვოკაციული ძალა, რომელსაც იამაიკური ამირისის (ციტრუსის სახეობა) ბალზამისებრი ნოტები უპირისპირდება.
Mnemosine, ყველაზე ღრმა, დაუოკებელ ცდუნებებს აღძრავს და მოგონებებში აღბეჭდავს უკვდავი სილამაზის ნაზ, არისტოკრატულ ძალას, რომლის წინაშეც ყოველი სულიერი უძლურია.
ზედა ნოტები: ბრაზილიური პასიფლორა, სორენტოს ლიმონი, ფრანგული შავი მოცხარი, მექსიკური ტუბეროზა, ტაილანდური ილანგ-ილანგი და რეჯო-კალაბრიული ბერგამოტი.
შუა ნოტები: იტალიური ია, ვენესუელური ფრანჟიპანი, ბერძნული თიამი, რომანიის ატამი, ცეილონის დარიჩინი, ალბანური ნარცისი და ინდური ჟასმინის სამბაკი.
საბაზისო ნოტები: მადაგასკარის ვანილის ყვავილები, ტოსკანური კვიპაროსი, ინდური წითელი პაჩული, იამაიკური ამირისი, მუშკი და ქარვა.
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Alpha-Isomethyl Ionone, Coumarin, Linalool, Geraniol, Citronellol, Hydroxycitronellal, Citral, Cinnamal, Benzyl Alcohol, Isoeugenol, Eugenol, Methyl 2-Octynoate, Benzyl Benzoate
პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.
კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.
კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.