MISTER COLONIA
EAU DE PARFUM
სუნამო
Mister Colonia, ლეგენდარული 1960-იანებისა და იმ დროში დაბადებული რევოლუციური კულტურული ინოვიაციებისადმი მიძღვნილი ოდაა, Beatles-ის საკულტო სიმღერის — Let It Be-ს ნოტების ელეგანტურობის და უკვდავი დახვეწილობის სურნელოვანი განსხეულება.
Not Chosen
Giardino Benessere-ს 1960-იანების კულტურული რევოლუციისადმი მიძღვნილ სურნელოვან ტრილოგიაში, ჰიპების მოძრაობით შთაგონებული ორი არომატის შემდეგ, ბრენდი ახალ, კონტრასტული ხასიათის, თუმცა, იმავე ეპოქის განწყობით შთაგონებულ სუნამოს წარმოგვიდგენს: Mister Colonia-ს („მისტერ კოლონია“) საკულტო, ვინტაჟური სურნელი, თაობებს შორის არსებულ მარადიულ წინააღმდეგობებს ასახავს — აზრთა სხვადასხვაობას Rolling Stones-ის მუსიკის უტიფარ, უცერემონიო მოყვარულებსა და Beatles-ის ელეგანტურ, რაფინირებულ თაყვანისმცემლებს შორის.
Giardino Benessere, ამ არომატით, ტრადიციული სუნამოების წარმომავლობას იკვლევს და მათ თანამედროვე, ინოვაციურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს — 1960-იანების ყველაზე კლასიკური, ბრიტანული ოდეკოლონის არსის ახლებურ გააზრებას.
Mister Colonia-ს სურნელი რაფინირებული ცდუნებით — საკმაოდ უჩვეულო სამეულით იშლება: მარად გამარჯვებულ წყვილს — ამბრის და მუშკის ნოტებს, მოულოდნელად, მისტიკური მირონი უერთდება, როგორც ციტრუსოვანი ხილის — მათ შორის, ყველაზე მკაფიოდ გამოკვეთილი სორენტოს ლიმონის და ფორთოხლის ცქრიალა ყვავილის კონტრაპუნქტი.
1960-იანების ეპოქისადმი მიძღვნილი ინოვაციური და ამავდროულად კლასიკური გამხსნელი ნოტები, მათრობელა ყვავილოვან გულში იძირებიან, სადაც ამბრის აფროდიზიაკურ სურნელში გახვეული ტაილანდური ლოტუსის გამოძახილი იკვეთება, მექსიკური ტუბეროზისა და ტოსკანური ზამბახის თავდაჯერებული ნოტების ჩახუტებასთან ერთად. გულის ნოტებს ინდური სამბაკის ჟასმინის მეფური აკორდი აძლიერებს.
სუნამოს მგრძნობიარე ცდუნებით აღსავსე გული მყარ ბაზაზე განისვენებს, რომელსაც მთლიანი კომპოზიციის გახანგრძლივების არაორდინალური უნარი აქვს.
საბაზისო ნოტებში მკაფიოდ იკვეთება ინდური სანდალის ხისა (ინდური სანდალი, იგივე მაისორის სანდალის ხე) და ინდონეზიური პაჩულის არისტოკრატული ელეგანტურობა, რომელთაც მადაგასკარის ვანილის ნაყოფის და მუშკის სიტკბო უპირისპირდება.
Mister Colonia, ლეგენდარული 1960-იანებისა და იმ დროში დაბადებული რევოლუციური კულტურული ინოვიაციებისადმი მიძღვნილი ოდაა, Beatles-ის საკულტო სიმღერის — Let It Be-ს ნოტების ელეგანტურობის და უკვდავი დახვეწილობის სურნელოვანი განსხეულება.
ზედა ნოტები: სორენტოს ლიმონი, ფორთოხლის ყვავილი, ქარვა, მუშკი და მირა
შუა ნოტები: ქარვა, ტაილანდური ლოტოსი, მექსიკური ტუბეროზა, ტოსკანური ზამბახი და ინდური ჟასმინი, სამბაკი
საბაზისო ნოტები: ინდური სანდალოზის ხე, ინდონეზიური პაჩული, მადაგასკარის ვანილის მარცვლები და მუშკი
Alcohol Denat., Parfum, Aqua, Limonene, Linalool, Hydroxycitronellal, Citral, Coumarin, Alpha-isomethyl ionone, Eugenol, Geraniol, Farnesol, Citronellol, Isoeugenol
პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.
კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.
კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.