MISIARTE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Misiarte — ბედნიერებისა და წარმატების სულის განსხეულებაა — კეთილი ჯადოქრის მიერ შექმნილი ძლიერმოქმედი ამულეტი, რომლის წვეთებშიც, ცდუნების დადებითი ეიფორია და გამბედაობაა მოქცეული
Not Chosen
ჯადოქარი — არტემიზიაა, რომელსაც, მისიარტეს სახელითაც იცნობენ, რამდენადაც, მისი წარმომავლობა, ჰომეროსის მიერ განდიდებულ შორეულ, იდუმალ მიწა-წყალს უკავშირდება. არტემიზია, ლეგენდის თანახმად, ხანგრძლივი სიცოცხლისა და უსაზღვრო ბედნიერების მიმნიჭებელი ჯადოსნური ელექსირების წყალობით, თავის სასახლეში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა და სასახლის კედლებში, მისი მოსიყვარულე სულის არსებობა, დღემდე იგრძნობა.
არტემიზიას ბედნიერების ელექსირის მსგავსად, V Canto-ს სუნამო Misiarte, თვით სიცოცხლის სუნთქვის განმასახიერებელი ხილის და ყვავილების თაიგულით, სიხარულის და იღბლის არსს მოიცავს.
არომატის სურნელი ეგზოტიკური ციტრუსების ცქრიალა აკორდით იშლება: აღმოცენდებიან კალაბრიული ბერგამოტის, ბრაზილიური ფორთოხლის და სიცილიური გრეიფრუტის მხიარული, შუშხუნა ნოტები, რომელთაც კოსტა რიკას გემრიელი ანანასი იხუტებს.
კომპოზიციის მგზნებარე გული, ჰიპნოზური სიღრმეების მიმზიდველ, კომპლექსურ საწოლში განისვენებს: იგრძნობა ინდური სამბაკის ჟასმინის და ღამის ყვავილობის ხეობის შროშანის დამაჯერებელი სიძლიერით გარემოცული ფილიპინების ქოქოსისა და დამასკოს ქლიავის სურნელი. იტალიური ტყავის და დოლომიტების ჟოლოს მძაფრი, ინოვაციური ენერგია, გულის ნოტებს, კიდევ უფრო გამოკვეთს.
სურნელოვანი კომპოზიცია დიდებული ხასიათით და სტილისტიკური ინოვაციით გამორჩეულ ბაზას ეყრდნობა: საბაზისო ნოტებს შორის შეიმჩნევა ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და მუშკის მაცდურ ნოტებთან ოსტატურად კომბინირებული ავსტრალიური სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და პერუს ჰელიოტროპის ფაქიზი ძალა, რომელთაც თურქული კარამელის განმაიარაღებელი სიტკბო აძლიერებს.
Misiarte — ბედნიერებისა და წარმატების სულის განსხეულებაა — კეთილი ჯადოქრის მიერ შექმნილი ძლიერმოქმედი ამულეტი, რომლის წვეთებშიც, ცდუნების დადებითი ეიფორია და გამბედაობაა მოქცეული
ზედა ნოტები: რეჯო-კალაბრიის ბერგამოტი, ბრაზილიური ფორთოხალი, სიცილიური გრეიფრუტი და კოსტარული ანანასი
შუა ნოტები: ფილიპინური ქოქოსი, დამასკოს ქლიავი, ველის ღამის შროშანი, ინდური ჟასმინი, იტალიური ტყავი და დოლომიტები, ჟოლო
საბაზისო ნოტები: ავსტრალიური სანდალოზის ხე, პერუს ჰელიოტროპი, მუშკი, ქარვა და თურქული კარამელი
Alcohol Denat., Parfum, Hydroxycitronellal, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Limonene, Benzyl Salicylate, Amylcinnamyl Alcohol, Geraniol, Eugenol, Benzyl Alcohol, Coumarin, Isoeugenol, Benzyl Benzoate, Benzyl Cinnamate, Citral
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია