MIRABILE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
V Canto-ს Mirabile მარელაქსირებელი თვისებების მქონე მომაჯადოებელი სუნამოა, რომლის მოქმედებაც, დედის მოფერების სითბოს მოგაგონებთ და მაგიური ძალებით, თქვენი გარემოცვიდან, ბოროტ სულებს განდევნის.
Not Chosen
სიტყვა Mirabile (იტალიურად „მშვენიერია!“) აღტაცების ღირს მდგომარეობას აღნიშნავს, რადგან ის, რაც ამ გრძნობას იწვევს, მშვენიერი და საოცარია; წარმავალ მომენტს — იმ კონკრეტულ წამს, რომელიც მთელი სამყაროს სილამაზეს მოიცავს და ხანდახან, როდესაც ბედი გაგვიღიმებს, ამ შეგრძნებას ჩვენც განვიცდით.
არსებობს ლექსი, რომლის სტრიქონებიც, სწორედ, ამ მომენტებზე გვიამბობს — დაუვიწყარ კოცნამდე გაღვივებული ნაპერწკლის, როგორც უკვდავი, მარადიული სიყვარულის დაბადების შესახებ… რა შეიძლება, სიყვარულის გამომწვევ ფაქტორებზე მეტად ბედნიერების და აღტაცების მომგვრელი იყოს?!
V Canto-ს სურნელოვან კომპოზიციაში — Mirabile, სიხარულის აფეთქება ვანილის ნაყოფის ძალით იშლება და მისი ყვავილების საფარს აძლიერებს, შემდეგ ეტაპზე კი — რომის და ცენტიფოლიას ვარდის ნოტების აკრობატულ ბალანსში გადაეშვება. არომატის მათრობელა გამოძახილები საღამომდე გრძელდება, სანამ მისი სურნელით გამოწვეული ცხოვრებისადმი წარმოუდგენელი სიყვარულის განცდა სრულად არ მოგქანცავთ.
V Canto-ს Mirabile მარელაქსირებელი თვისებების მქონე მომაჯადოებელი სუნამოა, რომლის მოქმედებაც, დედის მოფერების სითბოს მოგაგონებთ და მაგიური ძალებით, თქვენი გარემოცვიდან, ბოროტ სულებს განდევნის.
ზედა ნოტები: ვანილი, ალაო, ოპოპონაქსი
შუა ნოტები: რომი, ინდოეთის კუნძულების დავანი, ბუბონის გერანიუმი, ბუჩუს ფოთლები, ლავანდა, ვარდის აბსოლუტი, რძე
ძირითადი ნოტები: ვანილის აბსოლუტი, პაჩული, მიხაკი, ტონკას მარცვლები
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Coumarin, Eugenol, Citronellol, Geraniol, Anise Alcohol, Citral
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია