მთავარიშოპისუნამო

MESSAGGERO

MESSAGGERO

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

არომატი Messaggero, დროსა და სივრცეში ათასწლოვანი მოგზაურობაა, რომლის დასასრულს, ერთადერთი მუდმივი შეგრძნება, განცვიფრებაა

მოცულობა:

Not Chosen

1,020.00 ₾
აღწერა

გრადარას (შუა საუკუნეების პერიოდის ციხე-სიმაგრე მარშეს რეგიონში) ისტორიაში, კიდევ ერთი საინტერესო ფიგურა — ანტიკური, მარადიული ზღაპრების მთხრობელი „შეტყობინებების გამავრცელებელი“ იკვეთება: ამ მარტოსულ გმირს, უამრავ სამეფოში, ხიფათით აღსავსე გზებზე უწევდა მოგზაურობა, რამდენადაც, მისი პასუხისმგებლობა, ადრესატისთვის გზავნილის მაქსიმალური სიფრთხილით გადაცემა იყო. მისი ცხოვრებით შთაგონებული V Canto-ს სურნელოვანი ქმნილება — Messaggero მომხმარებლებს მოუწოდებს, გამოწვევების მიუხედავად, გამბედაობითა და მონდომებით დაადგნენ მარადიული მოგზაურობის გზას და სჯეროდეთ, რომ ნებისმიერ საფრთხეს გაუმკლავდებიან.

Messaggero-ს არომატი მათრობელა ბულგარული ვარდის მაცდური სურნელით იშლება, რომელსაც სიცილიური გრეიფრუტის სიგრილე და ომანის საკმეველის სიღრმე აბალანსებს. დამაჯერებელი გამხსნელი ნოტები, ვნების აღმძვრელად განისვენებენ ციტრუსებისა და აფროდიზიაკური ყვავილების საწოლზე: კომპოზიციის გულს დახვეწილ შტრიხს მატებენ იის ფოთლები, რძისებრი ლაქტონი და ტაილანდური ქოქოსი კი — ყოვლისმომცველ სიტკბოს.

სურნელოვანი ქმნილების ძალა, თბილ, მგრძნობიარე ბაზას ეყრდნობა: მუშკის სამარისებური სიჩუმე გარს ეკვრის სინგაპურული პაჩულის ნოტებს, კუმარინი (კუმარინი, მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული ვანილის და ბიტერის ტკბილი აკორდებით), მადაგასკარული ვანილი და თურქული კარამელი კი — სიტკბოს ასხივებენ.

არომატი Messaggero, დროსა და სივრცეში ათასწლოვანი მოგზაურობაა, რომლის დასასრულს, ერთადერთი მუდმივი შეგრძნება, განცვიფრებაა

ზედა ნოტები: ბულგარული ვარდი, სიცილიური გრეიფრუტი და ომანური საკმეველი

შუა ნოტები: იის ფოთლები, სიცილიური ფორთოხლის ყვავილები, ტაილანდური ქოქოსი და რძიანი ლაქტონი

ძირითადი ნოტები: მუშკი, სინგაპურის პაჩული, კუმარინი, მადაგასკარის ვანილი და თურქული კარამელი

Alcohol Denat., Parfum, Coumarin, Alpha-Isomethyl Ionone, Geraniol, Limonene, Linalool, Farnesol, Citronellol, Eugenol, Citral

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია