MERCY
Parfum
Spirit of Kings-ის არომატი Mercy კოლექცია The Compassion Collection-ის შემადგენელია. The Compassion Collection სიახლოვის, ერთმანეთის მწველი სანთლების სურნელოვანი ალეგორიაა. მისი იდეა ჩინური ანდაზიდან იღებს სათავეს: „სიბნელის გაკიცხვას სანთლის დანთება სჯობს
Not Chosen
Spirit of Kings-ის არომატი Mercy კოლექცია The Compassion Collection-ის შემადგენელია. The Compassion Collection სიახლოვის, ერთმანეთის მწველი სანთლების სურნელოვანი ალეგორიაა. მისი იდეა ჩინური ანდაზიდან იღებს სათავეს: „სიბნელის გაკიცხვას სანთლის დანთება სჯობსო“.
ამ კოლექციის ფლაკონების ფერი წითელია — როგორც ემოციის, სენტიმენტალურობის სიმბოლო.
Spirit of Kings-ის ქარვისებრი, გურმანული ტიპის Mercy მამაკაცისა და ქალის სუნამოა.
სიტყვა Mercy ეფექტური, ემპათიური ლიდერის აუცილებელ თვისებებს — თანაგრძნობას, სითბოს და კეთლგანწყობას ასახავს.
Mercy ერთგვარ მეტაფორულ ოდად გვევლინება იმ შემწყნარებლური ქმედებებისადმი, რომლებიც ნებისმიერ ღირსეულ მმართველს უნდა ახასიათებდეს, რათა სამეფოში უსაფრთხოებისა და მიმტევებლური შეგრძნებებით განმსჭვალული ატომსფერო შექმნას და ყველგან მადლი, ურთიერთგაგება სუფევდეს.
არომატულ კომპოზიციაში ქარვის თბილი, ტკბილი ნოტები, კარამელის და ვანილის აკორდებთან ერთად, მეფეებისა და დედოფლების უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს — თანაგრძნობას, სითბოს, მიმტევებლობას და მართალთა დაცვას განასახიერებს.
ზედა ნოტი: ქარვა
შუა ნოტი: ქარვა, ჰედიონი, კარამელი
ბაზა: კედრის ხე, ნაცრისფერი ქარვა, მუშკი, ვანილი, ხავსი
ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER).
Spirit of Kings ექსკლუზიური, საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდია, რომელიც ევროპული ხელოვნების ესთეტიკისა და ისტორიის აღსანიშნავად შეიქმნა და ინგლისის სამეფო პატრონაჟით, ესპანეთში დანერგილი მხატვრული სრულყოფილების მრავალწლოვანი მემკვიდრეობითაა შთაგონებული. მისი საოცრად თანამედროვე ხასიათის სურნელოვანი ქმნილებები მომავლისკენ თავდაჯერებულ სვლას ასახავენ: Spirit of Kings-ის ხედვა ლეგენდარული წარსულის გამოღვიძებით, ახლანდელი ყოფის გალამაზების იდეას ეყრდნობა.
პარფიუმერის შესახებ: ქრისტიან პროვენცანო
მსოფლიოში აღიარებული პარფიუმერი და საკუთარი საქმის ერთგული ოსტატი — ქრისტიან პროვენცანო მიიჩნევს, რომ სურნელოვან სამყაროში მოღვაწეობა უწყვეტი მოგზაურობაა: შემოქმედებითი აზროვნება განვითარებისა და შთაგონების ძიებაში და ყოველი ახალი ქმნილებით, აქტუალური განაცხადის გაკეთება.
პარფიუმერულ სამყაროში ბავშვობიდან, მაროკოში ცხოვრებისას შეაბიჯა: იქაური გარემოს მდიდრულმა, მრავალმხრივმა არომატებმა სურნელოვანი ზეთებისადმი ვნება და აღტაცების ნაპერწკლები გაუღვივეს.
პროფესიული გადამზადების კურსები ჰოლანდიაში დაიწყო: უნარების დასახვეწად, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობდა.
Agent Provocateur-ისთვის შექმნილი ნამუშევრისთვის, FiFi-ს (იგივე „სურნელოვანი ინდუსტრიის ოსკარის დაჯილდოება“) ჯილდო მოიპოვა და საყოველთაოდ მოიხვეჭა სახელი არაერთი ცნობილი ბრენდის, მათ შორის — Penhaligons-ის არომატებით.
დღეს, ქრისტიან პროვენცანო Sospiro-ს, Fragrance Du Bois-ს, Electimus-ის, Spirit of Kings-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მოღვაწეობს დუბაიში; უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან შერწყმით, განსაკუთრებული სურნელოვანი ნიმუშების შექმნას აგრძელებს და საუკეთესო, მოთხოვნადი პროფესიონალის სტატუსს ინარჩუნებს. მისი შედევრები კი სუნამოების მიმართ ულევ სიყვარულსა და ინდუსტრიისადმი ერთგულებას ასახავენ.