MENESTRELLO
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
არომატი — Menestrello მუდამ სიახლის მაძიებელ, სიცოცხლით სავსე სულის მქონე პიროვნებებს ეძღვნება, ცხოვრებას თავგადასავლად რომ მიიჩნევენ, მისი ყოველი წვეთი კი — სილამაზის კომპლექსურობის შემცველია
Not Chosen
გრადარას ციხე-სიმაგრის მინსტრული (იგივე კომიკოსი), გარემომცველი სოფლების ყოველ მოსახელს, მისტერიებისა და თავგადასავლების შესახებ უამბობდა; ბარბითით (ბარბითი: XVI-XVII საუკუნეების სიმებიანი საკრავი) და ჟღერადი, მელოდიური ხმით აჯადოებდა და საკუთარი შემოქმედებით, ოდას მიაგებდა სამყაროს დამატყვევებელ სილამაზეს.
V Canto-ს მინსტრულის პერსონაჟის შთაგონებით შექმნილი სუნამო — Menestrello, ეკლექტიკურ, მრავალშრიან პიროვნებას განასახიერებს — მას, ვინც მხოლოდ საკუთარი სურვილების ხმას უსმენს, არასოდეს მიდის კომპრომისზე და საკუთარ ბედს თავად განკარგავს. როგორც გრადარას მინსტრული ნუსხავდა აუდიტორიას საკრავითა და მელოდიური ხმით, ანალოგიურად, ეს ძვირფასი სურნელოვანი ქმნილებაც, ყოფიერების მომაჯადოებელი მშვენიერებისადმი პატივისცემას ასახავს და ენერგიულ, სიცოცხლისუნარიან ატმოსფეროს წარმოქმნის.
Menestrello-ს სურნელი ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) დამაჯერებელი ნოტებით იშლება, რომლებიც ერწყმის ავსტრალიურ ამბრეტს (ამბრეტი: გურმანული, მუშკისებრი, მერქნისებრი, ქარვისებრი და პუდროვანი სურნელის მქონე პარფიუმერული ნედლეული ტუხტის და სინთეტიკური ინგრედიენტების თანაექსტრაქციით) და ფილიპინების ელემის (ელემი: ტროპიკული ხეების ფისი) ენერგიულ სიგრილეს. გამხსნელ ნოტებს, საბოლოოდ, წითელი მოცვი და კასისი (კასისი: შავი მოცხარის ტკბილი აკორდი) ატკბობს.
კომპოზიციის ძლიერი გახსნა, არანაკლებ ინტენსიურ გულად გარდაიქმნება: გულის ნოტებს სიგრილეს მატებს გარდას ტბის ლავანდა და ოსტატურად ერწყმის ინდური კვიპრიოლისა (კვიპრიოლი/ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით) და ბენზოინის რეზინოიდის (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით. რეზინოიდი: თერმომდგრადი სინთეზური ფისი: ფისოვანი მცენარეების, მათ შორის, გუმფისის, ბალზამის და მისთანების სურნელოვანი ექსტრაქტი. პარფიუმერიაში გამოიყენება არომატის ფიქსატორად) მერქნისებრ სიღრმეს, რომელთაც კამბოჯური უდის (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) ელეგანტური ძალა აძლიერებს.
სურნელოვანი ქმნილების ბაზა, მუშკის აფროდიზიაკური ძალით გამოკვეთილი ამბრის მტკიცე ნოტების საფუძველზე განისვენებს: ლიბანური კედარის ხის და ნიუფაუნდლენდის წითელი ნეკერჩხლის იდუმალ ნოტებთან შერწყმით, კომპოზიციას პინაკტურ აქცენტს მატებს ინდური წითელი პაჩული.
არომატი — Menestrello მუდამ სიახლის მაძიებელ, სიცოცხლით სავსე სულის მქონე პიროვნებებს ეძღვნება, ცხოვრებას თავგადასავლად რომ მიიჩნევენ, მისი ყოველი წვეთი კი — სილამაზის კომპლექსურობის შემცველია…
ზედა ნოტები: ამბრა, ავსტრალიური ამბრეტის თესლი, ფილიპინების ელემი, შტოში და კასისი.
შუა ნოტები: გარდას ლავანდა, ინდური კვიპრიოლი, ბენზოინის რეზინოიდი და კამბოჯური უდი.
საბაზისო ნოტები: ამბრა, მუშკი, ინდური წითელი პაჩული, ლიბანური კედარის ხე და ნიუფაუნდლენდის წითელი ნეკერჩხალი.
Alcohol Denat., Parfum, Vanillin, Pogostemon Cablin Oil, Juniperus Virginiana Oil, Acetyl Cedrene, Coumarin, Isoeugenyl Acetate, Citronellol, Linalool, Eugenol, Cedrus Atlantica Oil/Extract, Trimethylcyclopentenyl Methylisopentenol, Limonene (Isomers), Benzyl Benzoate, Rose Ketones, Cinnamomum Zeylanicum Bark Oil, Cinnamal
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია