მთავარიშოპისუნამო

MELIORA

MELIORA
MELIORA

Eau de Parfum

სუნამო

Parfums de Marly-ს არომატი Meliora ხილის და ყვავილების დელიკატური სურნელოვანი კოქტეილია.

მოცულობა:

Not Chosen

1,136.00 ₾
აღწერა

Parfums de Marly-ს მომხიბლავი რომანტიზმით გამორჩეული Meliora ხილის და ყვავილების დელიკატური სურნელოვანი კოქტეილია.

მეოცნებე ვარდი, ჟასმინის ჩაი და ილანგ ილანგი თავბრუდამხვევ, სუფთა, ყვავილოვან სურნელს აფრქვევენ და კენკროვანი ხილისა და ლიმონის ესენციის მეშვეობით, არომატის გაშლისას, გონებას აჯადოებენ.

გაფურჩქნილი ყვავილების გულს სურნელოვანი ბაზა აძლიერებს — ტკბილი ვანილის, მუშკის და კედარის ხის ესენციის ნოტები.

საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: გაზაფხულის და ზაფხულის მზიანი დღეები

გამხსნელი ნოტები: წითელი კენკრა, ჟოლო, ლიმონის ესენცია

გულის ნოტები: ვარდი, ილანგ ილანგი, ჟასმინის ჩაი

საბაზისო ნოტები: ვანილი, მუშკი (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში), კედარის ხე

Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Ethylhexyl Methoxycinnamate, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Salicylate, Citronellol, Linalool, Benzyl Salicylate, Limonene, Geraniol, Benzyl Alcohol, Citral, Farnesol, Eugenol, Benzyl Benzoate, CI 19140 (Yellow 5), CI 15985 (Yellow 6)

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.