მთავარიშოპისუნამო

MEFTUN

MEFTUN
MEFTUN

Extrait de Parfum

სუნამო

REGALIEN-ის არომატი MEFTUN ოტომანთა სასახლეების დერეფნებში, ჰარემიდან გამომავალი ვნებიანი ჰანგების სურნელოვანი ალეგორიაა.

მოცულობა:

Not Chosen

630.00 ₾
აღწერა

MEFTUN თურქულად „მოხიბლულს“ ნიშნავს. REGALIEN-ის ეს არომატი ოტომანთა იმპერიის ჰარემის თემასა და მის ბრწყინვალე მოგონებებს ეძღვნება.

MEFTUN-ის სურნელი ფეხდაფეხ მიჰყვება სასახლის დერეფანში, ჰარემისკენ მიმავალი მომხიბლავი და მიმზიდველი მმართველის დიდებულ სვლას…

სუნამოს საფუძველიც ოტომანთა სასახლეებში ყველაზე ხშირად გამოყენებული ტეფარიკია — ახლა პაჩულის სახელით ცნობილი ინგრედიენტი, რომელიც არომატში ბრენდის ოსტატმა პარფიუმერებმა ვნების ამსახველ სხვადასხვა აკორდს შეუხამეს.


გამხსნელი ნოტები: დარიჩინი, ქინძი, რომი, კონიაკი

გულის ნოტები: ჯანჯაფილი, მწარე აბზინდა (არტემიზია აბსენტიუმი), წითელი კენკრა, არყის ხის ფოთლები, ანგელოზას თესლი

საბაზისო ნოტები: პაჩული, საკმეველი, ამბრეტის მუშკი (ბუნებრივი მუშკი), სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით)

Alcohol, Parfum, Aqua, Benzyl Benzoate, Eugenol, Farnesol, Limonene, Linalool

არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.

REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…

REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…

REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.