მთავარიშოპისუნამო

MEA CULPA

MEA CULPA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Mea Culpa — ესაა ექსტრაქტი, რომელიც რაღაც გზით, ყოველთვის გამორჩეულია; მისი მკვეთრი, გამჭოლი სურნელი, ძლიერ პიროვნულ შტრიხებს მოგანიჭებთ და დადებითი ენერგიის აურას შეგიქმნით, რათა ყოველი დღე „დაუოკებელი, მონადირე და დამპყრობლური სულისკვეთებით“ გაატაროთ!

მოცულობა:

Not Chosen

585.00 ₾
აღწერა

Mea Culpa, იტალიურად, „ჩემი ბრალიას“ ნიშნავს.

V Canto-ს სუნამო Mea Culpa, საკუთარი არსით მოცული ღრმა მნიშვნელობისა და მისი შთამაგონებელი ლექსების გამო, შეიძლება ითქვას, კოლექცია „ლურჯის“ ყველაზე მრავალმხრივი სუნამოა.

Mea Culpa იმ პიროვნებებს აღიარებს და მათ ძალას გადმოსცემს, ვისაც გააზრებული აქვთ, რომ გადაწყვეტილება მოსალოდნელი შედეგების შიშის გარეშე უნდა მიიღონ; მუდმივ წინსვლას აგრძელებენ და არასოდეს ეშინიათ საკუთარი არსის გარდაქმნის.

არომატის სურნელი ძლიერი, მიზანმიმართული, მკაცრი და მკბენარია — ისეთი, როგორიც მხოლოდ წითელ პაჩულის შეუძლია, იყოს.
პაჩულის ნოტები სტრუქტურირებულია მსუბუქ საკმეველსა და ვანილთან ერთად, რომლებიც არომატის ვიბრაციებს აძლიერებენ და მას მეტად შესამჩნევს ხდიან.

Mea Culpa — ესაა ექსტრაქტი, რომელიც რაღაც გზით, ყოველთვის გამორჩეულია; მისი მკვეთრი, გამჭოლი სურნელი, ძლიერ პიროვნულ შტრიხებს მოგანიჭებთ და დადებითი ენერგიის აურას შეგიქმნით, რათა ყოველი დღე „დაუოკებელი, მონადირე და დამპყრობლური სულისკვეთებით“ გაატაროთ!

ზედა ნოტები: საკმეველი, წითელი ქვიშა, მოგონებების სკივრი

შუა ნოტები: პაჩული, კედრის ხე, არყი, ფიქალის ფხვნილი

ძირითადი ნოტები: მუშკი, ვანილი, ბენზოინის რეზინოიდები

Alcohol Denat., Parfum, Coumarin, Benzyl Benzoate, Benzyl Alcohol

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია