მთავარიშოპისუნამო

MASTIN

MASTIN

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

V Canto-ს Mastin თამამი არჩევანია მათთვის, ვისაც არ სურს, კონფორმისტთა რიგებში ეწერებოდეს და იცის, საკუთარი ბედ-იღბალი თავად როგორ განკარგოს.

მოცულობა:

Not Chosen

585.00 ₾
აღწერა

მასტინი (იგულისხმება მალატესტა და ვერუჩიო, სამხედრო და პოლიტიკური უნარების გამო, მეტსახელად „მასტინ ვეკიო“, რაც იტალიურად „ძველ ბულდოგს“ ნიშნავს. ეს სახელი, ასევე, გრადარას ციხე-სიმაგრის ყველაზე მნიშვნელოვან კოშკსაც უწოდეს) სასტიკი, უკიდურესად ძლიერი და ამავდროულად, მაღალი მორალითა და სულიერებით გამორჩეული მეფე და ციხე-სიმაგრის დამაარსებელი იყო. მის ველურ სიმამაცეს ლექსიც კი მიეძღვნა (იგულისხმება დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“, „ჯოჯოხეთი“. XXVII კანტო) და V Canto-ს ძლიერი, სახასიათო სურნელის მქონე არომატი — Mastin-იც, ექსკლუზიურად, მსგავსი სულისკვეთების პიროვნებებისთვის შეიქმნა.

(„ღვთაებრივი კომედია“. „ჯოჯოხეთი“. ქება 27. 43

„ქალაქი, ალყა ხანდაზმული, რომელმაც შესძლო

გადაეტანა და მოესრა ლაშქარი ფრანგთა,

მწვანე დროშებს ქვეშ გაშოთვილი ამჟამად გმინავს,

ბერი ნაგაზი ბერუკიო და მისი ლეკვი,

რომელთაგანაც დაისაჯა მონტანა მკაცრად,

კბილმოლესილნი ნანადირევს სძიძგნიან ჩვეულს.“)

თეთრი უდის (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) ძლევამოსილი ჩახუტება ფაქიზ შტრიხებს იძენს კედარის ხის რაფინირებული ნოტებისა და სპეციების მძაფრი სურნელების გრილ, ბალზამისებრ ფეთქვაში.

კომპოზიცია, ძვირფასი ხეების მდიდრული სურნელით, დიდებულ ძალასა და ხასიათს მოიცავს და თქვენს ემოციებს, თავისუფლების და სიამაყის გზაზე მიუძღვოს.

V Canto-ს Mastin თამამი არჩევანია მათთვის, ვისაც არ სურს, კონფორმისტთა რიგებში ეწერებოდეს და იცის, საკუთარი ბედ-იღბალი თავად როგორ განკარგოს.

ზედა ნოტები: ზაფრანა, კარდამონი, ვარდი, თეთრი უდი

შუა ნოტები: ვარდი, იისი, ფორთოხლის ყვავილი, ჟასმინი, კედარი, თეთრი ხე

საბაზისო ნოტები: შავი ხე, მუშკი, აგარის ხე, ნაცრისფერი ქარვა, ყვითელი ქვიშა

Alcohol Denat., Parfum, Hexyl Cinnamal, Limonene, Alpha-Isomethyl Ionone, Citronellol, Geraniol

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია