მთავარიშოპისუნამო

MASA

MASA
MASA

Eau de Parfum

სუნამო

KAJAL PERFUMES PARIS-ის არომატის — Masa-ს სახელწოდება არაბული სიტყვიდან მომდინარეობს — „მასა“ საიუველირო კომპოზიციაში, სხვა თვლებთან კომბინაციის გარეშე, კენტად გამოყენებულ ბრილიანტს აღნიშნავს — უნიკალურობის, სილამაზის, გამძლეობის და სიწმინდის სიმბოლოს.

მოცულობა:

Not Chosen

644.00 ₾
აღწერა

„მასა“ საიუველირო კომპოზიციაში, სხვა თვლებთან კომბინაციის გარეშე გამოყენებულ სოლო ბრილიანტს აღნიშნავს. რაც კი მსოფლიოში ბრილიანტის თვლებია, ერთად რომ შევკრიბოთ და უძირო ზღვა გავავსოთ, ორ ზუსტად იდენტურ თვალს მაინც ვერასოდეს აღმოვაჩენთ. ბრილიანტი ხომ განმაცვიფრებელ მშვენიერებასთან ერთად, სწორედ უნიკალურობითაა განთქმული.

ბრილიანტის თვალი გამძლეობის, უსასრულო სიყვარულის, სიწმინდის და ახალი დასაწყისის სიმბოლოა — მოცემული ატრიბუტები ხაზს უსვამენ ამ ძვირფასი ქვის ორაზროვან ხასიათს, მის დაუძლევენ ბუნებას და იმ საოცარ დახვეწილობას, რაც ბრილიანტით შემკულ ადამიანს დაჰყვება თან.

ყველაზე ძვირფასი — უნაკლოდ გამჭვირვალე და კამკამა ბრილიანტები განსაკუთრებით რთულად მოსაპოვებელია, მათი სიწმინდე კი ძვირად ფასობს.

სპირიტუალურ სწავლებებში, ზურმუხტისფერი მწვანე ბარაქის, სულიერი ზრდის და სისპეტაკის აღმნიშვნელი ფერია. Masa-ს ნახევრადგამჭვირვალე ზურმუხტისფერი ფლაკონიც ცხოვრების ყველა ასპექტში არსებულ სიწმინდეს მიაგებს ოდას. სუნამოს შეფუთვას მთვარის, როგორც გასხივოსნების სიმბოლოს სხვადასხვა ფაზის ვერცხლისფერი გამოსახულებები ამშვენებს; ვერცხლი, თავის მხრივ, ძალის, სიუხვის, გაბრწყინების ალეგორიაა.

Masa-ს არომატი მცენარეული სიგრილის და ქარვისებრი ხის ნოტების იდეალური ბალანსით ახერხებს ბრილიანტის მდიდრული ბრწყინვალების განსხეულებას:

სურნელი ბერგამოტის, მირაბელის და გრეიფრუტის ნოტების გემრიელი კომბინაციით იშლება, ჯანჯაფილის ფესვი კი გამხსნელ ნოტებს მწარე, პიკანტური აკორდებით აბალანსებს.

გულის ნოტები პაჩულის, წყლის აკორდის, პეტიტგრაინის და ილის გამაგრილებელი სურნელების ნაზავია.

ბრილიანტის კაშკაშა ნათებას Masa-ს საბაზისო ნოტების მიქსტურა გამოკვეთს — ქარვის, ვანილის, ატლასის კედარის, ვეტივერის, გუაიას ხის და იის აკორდები.


ზედა ნოტები: ბერგამოტი, გრეიფრუტი, ახალი კოჭას ფესვი, მატე, როზმარინი, მირაბელი

გულის ნოტები: პაჩული, წყლის აკორდი, პეტიგრენი, კარდამონი

ძირითადი ნოტები: ქარვა, ვანილი, ატლასის კედარი, ვეტივერი, გუაჯაკის ხე, ია

ALCOHOL DENAT.

PARFUM

WATER

HEXYL CINNAMAL

LIMONENE

LINALOOL

BENZYL SALICYLATE

EUGENOL

CITRAL

CINNAMAL

FARNESOL

GERANIOL

CITRONELLOL

Kajal Perfumes Paris მდიდრული სუნამოების და ინტერიერის სურნელების სიყვარულით შექმნილი პარფიუმერული სახლია. ბრენდის შთაგონება სილამაზის სფეროდან მომდინარეობს: ინდურ კულტურაში „ხაჯალი“ kajal/kohl ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ თვალის ჩრდილს აღნიშნავს (ანტიკური კოსმეტიკური საშუალება ინდოეთში, ჩრდილო აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში თვალის მუქი ჩრდილებისთვის, რომელსაც ბუნებრივი მინერალით — სტიბნიტით, იგივე ანტიმონიტით ამზადებენ). Kajal Perfumes Paris-ის სახელწოდების შექმნაზე შემოქმედებითი გავლენა მოახდინა, ასევე, არაბულმა სიტყვამ — khajal, რაც თავმდაბლობას, მოკრძალებას, სხათა მიმართ პატივისცემას გულისხმობს.