MANSA MUSA
Eau de Parfum
სუნამო
SweDoft-ის არომატი Mansa Musa, მოსახელე ისტორიული პერსონაჟის მსგავსად, პირველივე ცდაზე მისაღები ვერ გახდება: სუნამოს გასინჯვის შემდეგ, განუწყვეტლივ დაგემოვნებას განაგრძობთ და უშედეგოდ ეცდებით, თქვენი მოქმედების მიზეზს ჩაუღრმავდეთ მანამ, სანამ იდუმალ ბედნიე
Not Chosen
ზოგიერთი ადამიანი სუნამოს ჰგავს — გაცნობისთანავე ჩვენთვის მისაღები ხდება; ზოგს კი — არასოდეს გავიკარებთ…
SweDoft-ის არომატი Mansa Musa, მოსახელე ისტორიული პერსონაჟის მსგავსად, პირველივე ცდაზე მისაღები ვერ გახდება: სუნამოს გასინჯვის შემდეგ, განუწყვეტლივ დაგემოვნებას განაგრძობთ და უშედეგოდ ეცდებით, თქვენი მოქმედების მიზეზს ჩაუღრმავდეთ მანამ, სანამ იდუმალ ბედნიერებას არ შეიგრძნობთ.
მალის სამეფოს მმართველი — მანსა მუსა, არა მხოლოდ ისტორიაში ცნობილი ყველაზე მდიდარი მეფე, არამედ — ზაფრანის, ქაშმირის ხის (ქაშმერვუდი: ხის, თბილი, ბალზამის, ტკბილი, მუშკის და მგრძნობიარე აკორდებით დაბალანსებული სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული) და ჟოლოს სურნელის მსგავსად, მკვეთრი ნაკვთებით გამორჩეული ახალგაზრდა კაცი იყო, მუშკივით (მუშკი: მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) წმინდა და აგარის (აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) და სანდალის (სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ხეებივით თბილი.
თუ ისტორიკოსებს დავუჯერებთ, მანსა მუსას ნამდვილი საიდუმლო ყველგან და ყოველთვის პოზიტიური ენერგიის გავრცელება იყო — სადაც კი იმოგზაურებდა, გაისეირნებდა თუ გაიხედავდა, ყველგან დადებით მუხტს აფრქვევდა. გახსოვთ, როგორ არიგებენ ალადინის მსახურები ოქროს? — მსვლელობის ეს მომენტი, სწორედ მანსა მუსას მიერ სხვადასხვა ქალაქსა თუ სამეფოში ვიზიტებითაა შთაგონებული.
იმისათვის, რომ არომატის ფორმულა ამ დიდებული პიროვნების შესატყვისი ყოფილიყო და ყველასათვის, ვინც Mansa Musa-ს იპკურებდა, დადებითი ენერგია მიენიჭებინა, SweDoft-ის პარფიუმერებმა მას ხავსით გარშემორტყმული კვიპრიოლის (რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით), ბერგამოტის, ვარდისა და ვალერიანის (იგივე კატაბალახა) ნოტები დაუმატეს.
სურნელოვანი ნოტები:
ბერგამოტი, კვიპრიოლი, ვალერიანი (იგივე კატაბალახა), ზაფრანა
ვარდი, ქაშმირის ხე, ქარვა, სანდალის ხე
უდი, მუშკი, ჟოლო, ხავსი
ნიშ არომატების სახლი — SweDoft 2015 წელს, ჰელსინგბორგში, შვედეთში დაარსდა. კომპანიის ხედვა და დამფუძნებელთა ოცნება პარფიუმერულ ბაზარზე წამყვან მოთამაშეთა შორის პოზიცირება იყო.
ბრენდის საწყისმა კონცეფციამ — კერძო, უნიკალური კლიენტებისთვის შექმნილმა ინდივიდუალურმა არომატებმა, 2019 წელს, გლობალური განვითარება ჰპოვა: SweDoft-ის სუნამოები სხვადასხვა ქვეყანაში გაიცნეს.
SweDoft-ის არომატების შთაგონება მითები და ლეგენდებია, იდუმალი ისტორიული პერსონაჟების, მათ შორის — რასპუტინისა და კაზანოვას ამბები.