MANDRAGORE POURPRE
EAU DE PARFUM
სუნამო
Goutal-ის გემრიელად სურნელოვანი და დაუძლევლად მიმზიდველი — Mandragore Pourpre („იასამნისფერი მანდრაგორი“), ანისულის ვარსკვლავისა და პაჩულის არომატებით გვაჯადოებს.
Not Chosen
იქნებ, უბრალო ფესვია?
— შესაძლებელია, თუმცა ათასობით ზღაპარი და ლეგენდა შთააგონა… ამბობენ, ელვის მიმართულების შეცვლა და სიყვარულის გაღვივება შეუძლიაო! მისი ჯადოსნური და ძლევამოსილი ხასიათის შემაშფოთებელი უცნაურობა აღგვაფრთოვანებს და შთაგვაგონებს.
Goutal-ის გემრიელად სურნელოვანი და დაუძლევლად მიმზიდველი — Mandragore Pourpre („იასამნისფერი მანდრაგორი“), ანისულის ვარსკვლავისა და პაჩულის არომატებით გვაჯადოებს.
გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, ვარდისფერი წიწაკა
გულის ნოტები: ანისულის ვარსკვლავი, პილპილი, გერანიუმი
საბაზისო ნოტები: ტონკა, პაჩული, თამბაქო
ALCOHOL DENAT., PARFUM / FRAGRANCE, AQUA /WATER /EAU, Limonene, Linalool, Geraniol, Hexyl Cinnamal, Citronellol, Citral, Alpha-Isomethyl Ionone, Coumarin, Benzyl Benzoate, Eugenol, Amyl Cinnamal, Anise Alcohol, Farnesol
რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.
Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.
Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…
ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.
პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).