მთავარიშოპისუნამო

MANDRAGOLA

MANDRAGOLA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

V Canto-ს Mandragola ძლიერი ხასიათითა და გრძნობათა მომაკვდინებელი კომბინაციით გამორჩეული სურნელია!

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

მანდრაკი (Mandragola/Mandrake), შუა საუკუნეების ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომაკვდინებელი საწამლავია.

V Canto-ს არომატის — Mandragola-ს მხატვრული შთაგონება, ისტორიაში ცნობილი საბედისწერო ქალის — ლუკრეციას (იგულისხმება სასიკვდილო და ნარკოტიკული საშუალებების ჭეშმარიტი მბრძანებელი და რომის პაპის — ალექსანდრე VI-ის სილამაზით განთქმული ქალიშვილი ლუკრეცია ბორჯია, რომელიც ხშირად იყენებდა დარიშხანს, მსხვერპლისთვის რეალობის შეგრძნება რომ დაეკარგვინებინა და საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოექცია: დაუნდობელი სტრატეგიის თანახმად, ოსტატ იუველირებს, ოქროს დახვეწილი ბეჭედი დაამზადებინა საიდუმლო განყოფილებით, საწამლავი მუდამ თან რომ ჰქონოდა და საჭიროებისამებრ, მყისიერად გამოეყენებინა. ამ ძლევამოსილი შხამის ძალით მოპოვებული რეპუტაციით, ლუკრეციას პერსონაჟმა, არაერთი ცნობილი ტრაგედია შთააგონა, მათ შორის — უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ და გიუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“) ძველ დღიურებში აღწერილი საიდუმლო ფორმულები გახდა — შრომატევადი კვლევების შედეგად აღმოჩენილი მივიწყებული ცოდნა, რომელიც საფუძვლად დაედო მისტიკური, მომაჯადოებელი ძალის მიქსტურას, უკლებლივ ყველას, ვინც მის სურნელს ატარებს, დაუძლეველი სურვილის აღმძვრელ მიმზიდველობას რომ ანიჭებს.

Mandragola ხმელთაშუა ზღვის ციტრუსოვანი ხილის სიმფონიით იშლება, რომელსაც უიშვიათესი იტალიური ზაფრანის ძალა ეამბორება და სინუსური ტალღების პრინციპით გავრცელებულ სურნელს აღვივებს. როდესაც ეს სურნელი არომატის ელეგანტურ, ყვავილოვან გულს აღწევს, გაიაკის ხით ჩაის ვარდის ფურცლების, მაგნოლიის და გარდენიის ნოტებზე ოსტატურად ნაშენ ბუდეში განისვენებს.

დახვეწილი და ამავდროულად, აკრობატული ევოლუციის შემდეგ ეტაპზე, არომატის სიღრმეებიდან, კამბოჯური უდის (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) ნოტები ფეთქდება, რომელთაც ვეტივერი და ვანილის წიპწები ამაღლებს, ქარვისებრ-მუშკისებრი სარჩულით.

V Canto-ს Mandragola ძლიერი ხასიათითა და გრძნობათა მომაკვდინებელი კომბინაციით გამორჩეული სურნელია!

ზედა ნოტები: ლაიმი, ბერგამოტი, აბსენტი და ზაფრანა

შუა ნოტები: ვარდის მუშკი, ვარდის ბულგარული, ჟასმინი, პეტიგრეინი და გუაიაკი

ძირითადი ნოტები: ქარვა, სანდალოზის ხე, უდი, ვეტივერი და ვანილი

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Benzyl Salicylate, Linalool, Benzyl Benzoate, Citral, Farnesol, Isoeugenol, Benzyl Alcohol

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია