მთავარიშოპისუნამო

MANDORLA DEL SUD

MANDORLA DEL SUD
MANDORLA DEL SUD

Eau de Parfum Intense

სუნამო

SIMONE ANDREOLI-ს Mandorla Del Sud უდავოდ დახვეწილი სიცილიური პატისერიის გმირია, რომელიც ნაზი, გურმანული ნოტებით გვათრობს.

მოცულობა:

Not Chosen

501.00 ₾
აღწერა

არომატის ტიპი: გურმანული

ძირითადი ნოტები: ნუში, შაქრის პუდრი, ქარვა, ვანილი

არომატის შთაგონება

შაქრის ფუმფულა ღრუბელი და ნუში გრძნობებს სახეზე ფაქიზი მოფერების მსგავსად ეფინება:

SIMONE ANDREOLI-ს Mandorla Del Sud („სამხრეთის ნუში“) უდავოდ დახვეწილი სიცილიური პატისერიის გმირია, რომელიც ნაზი, გურმანული ნოტებით გვათრობს.

Mandorla Del Sud ნუშის გემრიელი დესერტების სამზადისში მყოფი სიცილიელი კონდიტერიის ოსტატის ლაბორატორიაში გვამოგზაურებს.

ნუში, შაქრის პუდრა, ქარვა, ვანილი.

Alcohol, Parfum (Hexyl cinnamal), Aqua, Diethyl phthalate.

SIMONE ANDREOLI-ს სუნამოები წიგნის ფურცლებს ჰგავს, რომლებიც გვესაუბრებიან და თავიანთ არომატებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით — ჩვენი მოგონებების შინაგანი არქივისკენ მიგვიძღვიან. სურნელოვანი გამოცდილება კანს მიღმა აღწევს და მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობების აღწერად გარდაიქმნება.

სუნამო — მთავარი პერსონაჟია, იმ ამბების მთხრობელი, მოგონებებში ჩაქსოვილ ნაწერებსა და სურნელში რომ დნებიან; ნაწარმოების გმირი, რომელიც წარმოსახვითი სამაყაროსკენ მიგვიძღვის, იქ, სადაც მატერია იმღვრევა და წარსულში, მივიწყებულ სანაპიროებზე ან ვოლსტრიტის გადატვირთულ ტრაფიკში გვაბრუნებს…

მოგზაურობა აღარაა უბრალო გზა დანიშნულების გარკვეულ ადგილამდე, ის, ახლა, თვითანალიზი, ძიება და გაცნობიერებაა. ჩვენც, სურნელით გაჟღენთილები, ყველაზე რთულ, იდუმალ მიმართულებას ვირჩევთ — გზას საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენისკენ. ჩვენი პროდუქტიული რწმენა ფუნდამენტურ პრინციპს — მოკვლევას ემყარება.

ბრენდის წარმომადგენლები SIMONE ANDREOLI-ს სამუშაო პროცესების შესახებ:
„ჩვენი სუნამოების წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვითაა შერჩეული, რათა მომხმარებლებს უკომპრომისოდ საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ. გვიყვარს სუნამოების შექმნა პარფიუმერიის ორიგინალური მეთოდების გამოყენებით, რათა მოდის ცვლილება არ შეეხოთ. ჩვენი არომატები ექსკლუზიურად ეხმარება ყველას ინდივიდუალური სტილის მიგნებაში და ხელს უწყობს, დისტანცირდნენ ყოველივე კონვენციურისა თუ სდანდარტულისგან.

დაუღალავად ვშრომობთ მათთვის, ვისაც სურს, გამორჩეულად, დახვეწილად და ექსპერიმენტის მაძიებლად იგრძნოს თავი. სუნამოს თვითგამოხატვის ხელსაწყოს პრონციპით ვიყენებთ, როგორც შინაგანი სამყაროსა და შემოქმედებითი სულის დანამატს. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თვით-იდენტიფიკაცია, როგორც მსოფლიოს ურბანულმა ინდივიდებმა.“