მთავარიშოპისუნამო

MALIBU' PARTY IN THE BAY

MALIBU' PARTY IN THE BAY
MALIBU' PARTY IN THE BAY

Eau de Parfum Intense

სუნამო

SIMONE ANDREOLI-ს MALIBU’ Party In The Bay სრულყოფილად შეზავებული ქოქოსის კოქტეილის — დაიკირის სურნელის გარდაქმნაა, სადაც ლაიმის ყინულოვანი გახსნა იმ გრძნობებს გამოაღვიძებს, ქოქოსის და რომის რაფინირებულ სიტკბოს რომ ეგებებიან.

მოცულობა:

Not Chosen

501.00 ₾
აღწერა

არომატის ტიპი: ციტრუსოვანი, გურმანული

ძირითადი ნოტები: ლაიმი, ქოქოსი, შაქარი, რომი

არომატის შთაგონება

ზაფხულისა და მისი ფერებისადმი მიძღვნილი ჰიმნი:

მზის ჩასვლისას, მალიბუს ყურეში გამართულ წვეულებაზე, კოქტეილს რომ ვწრუპავთ და თავს უფლებას ვაძლევთ, მუსიკის ჰანგებში ჩავიკარგოთ.

SIMONE ANDREOLI-ს MALIBU’ Party In The Bay სრულყოფილად შეზავებული ქოქოსის კოქტეილის — დაიკირის სურნელის გარდაქმნაა, სადაც ლაიმის ყინულოვანი გახსნა იმ გრძნობებს გამოაღვიძებს, ქოქოსის და რომის რაფინირებულ სიტკბოს რომ ეგებებიან.

(მალიბუ: წვეულება ყურეში) MALIBU’ Party In The Bay-ს დღიური

ყოველი მომენტი, როდესაც შენს გვერდით ვარ, ცხოვრებაა.

კლუბური მუსიკა ბედნიერების ყურეს ხალხით ავსებს. მზის ზღვაში ჩასვენებისას, არემარეს გრძნობების მელოდია ანათებს და ჩამავალი სხივების რხევაში, ჩვენს კანს მოეფინება.

ჭიქებში ალკოჰოლი მიედინება, უბერავს ქარი, ტალღები ქვიშას ეხეთქებიან და შემდეგ, შეცვლილი ფორმით, კვლავ უზარმაზარი ზღვის წიაღში ბრუნდებიან. ზაფხულის ჰანგები გაისმის, რომელთაც მინდა, გათენებამდე ვუსმინო.

ვგრძნობ, როგორ ცოცხლდება ჩემს კანზე მზე და ჩემს სულსაც გამოაღვიძებს.

ზაფხულის მცხუნვარების ქვეშ, ჩვენს სახეებს ღიმილი უბრუნდება, ჩვენს ყოფას კი — გასხივოსნებული ნათება, რომლის ენერგია ყველას გვავსებს.

იქნებ, ზაფხულის ლტოლვის ან ჩვენ მიერ განვლილი უსასრულო მილების ბრალია, საუკეთესოდ რომ გვეჩვენება ეს წუთი და ბედნიერებას ზედმეტი კითხვების გარეშე შევიგრძნობთ? რას ვუცდით? წავიდეთ სანაპიროს კლუბში და შევუერთდეთ წვეულებას!

ამბობენ, მალიბუზე მზის ჩასვლა დაუვიწყარიაო. მოდით, გამოვაქანდაკოთ ცხოვრების ეს ფრაგმენტი ცასა და მუსიკის ხმას შორის!

ლაიმი, ქოქოსი, შაქარი, რომი.

Alcohol, Parfum (Citral Coumarine, Geraniol, Limonene, Linalool), Aqua, Diethyl phtalate.

SIMONE ANDREOLI-ს სუნამოები წიგნის ფურცლებს ჰგავს, რომლებიც გვესაუბრებიან და თავიანთ არომატებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით — ჩვენი მოგონებების შინაგანი არქივისკენ მიგვიძღვიან. სურნელოვანი გამოცდილება კანს მიღმა აღწევს და მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობების აღწერად გარდაიქმნება.

სუნამო — მთავარი პერსონაჟია, იმ ამბების მთხრობელი, მოგონებებში ჩაქსოვილ ნაწერებსა და სურნელში რომ დნებიან; ნაწარმოების გმირი, რომელიც წარმოსახვითი სამაყაროსკენ მიგვიძღვის, იქ, სადაც მატერია იმღვრევა და წარსულში, მივიწყებულ სანაპიროებზე ან ვოლსტრიტის გადატვირთულ ტრაფიკში გვაბრუნებს…

მოგზაურობა აღარაა უბრალო გზა დანიშნულების გარკვეულ ადგილამდე, ის, ახლა, თვითანალიზი, ძიება და გაცნობიერებაა. ჩვენც, სურნელით გაჟღენთილები, ყველაზე რთულ, იდუმალ მიმართულებას ვირჩევთ — გზას საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენისკენ. ჩვენი პროდუქტიული რწმენა ფუნდამენტურ პრინციპს — მოკვლევას ემყარება.

ბრენდის წარმომადგენლები SIMONE ANDREOLI-ს სამუშაო პროცესების შესახებ:
„ჩვენი სუნამოების წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვითაა შერჩეული, რათა მომხმარებლებს უკომპრომისოდ საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ. გვიყვარს სუნამოების შექმნა პარფიუმერიის ორიგინალური მეთოდების გამოყენებით, რათა მოდის ცვლილება არ შეეხოთ. ჩვენი არომატები ექსკლუზიურად ეხმარება ყველას ინდივიდუალური სტილის მიგნებაში და ხელს უწყობს, დისტანცირდნენ ყოველივე კონვენციურისა თუ სდანდარტულისგან.

დაუღალავად ვშრომობთ მათთვის, ვისაც სურს, გამორჩეულად, დახვეწილად და ექსპერიმენტის მაძიებლად იგრძნოს თავი. სუნამოს თვითგამოხატვის ხელსაწყოს პრონციპით ვიყენებთ, როგორც შინაგანი სამყაროსა და შემოქმედებითი სულის დანამატს. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თვით-იდენტიფიკაცია, როგორც მსოფლიოს ურბანულმა ინდივიდებმა.“