MALATESTA
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Malatesta — ელეგანტური, მაცდური ქმნილებაა, რომელიც, სუნამოს წვეთებით, მეფურ სულს მოიცავს.
Not Chosen
შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი გვარი — მალატესტა, იტალიის დიდგვაროვანთა ოჯახს ეკუთვნოდა, რომელიც, 1295-იდან 1500 წლამდე, რიმინისა და რომანიის რეგიონის სხვა ტერიტორიებზე ბატონობდა. თუმცა, მალატესტების დინასტიის სათავეები, როგორც მათი სასახლის სეკრეტარებმა დაადგინეს, ანტიკური ხანიდან მომდინარეობს — ძველი რომის და სციპიონის (იგულისხმება პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელი. ძველი წელთაღრიცხვით 235-183) ეპოქიდან.
ამ დიდგვაროვანთა შთამომავლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, მალატესტა და ვერუჩიო იყო, რომელსაც, სამხედრო და პოლიტიკური უნარების გამო, „მასტინ ვეკიო“ (იტალიურად „ძველი ბულდოგი“) შეარქვეს და ეს სახელი, ასევე, გრადარას ციხე-სიმაგრის ყველაზე მნიშვნელოვან კოშკსაც უწოდეს. მისი უფროსი ვაჟი — გრადარას მბრძანებელი — ჯოვანი მალატესტა, იგივე ჯანჩიოტო, სამწუხაროდ, არც თუ ისე საამაყოდ გახდა ცნობილი დანტე ალიგიერის მიერ დადგმული ტრაგედიის — „ღვთაებრივი კომედიის“ „ჯოჯოხეთის“ (Inferno), V კანტოთი. დანტე მოგვითხრობს ჯანჩიოტოს უფროსი ძმის — პაოლოსა და მისი მშვენიერი მეუღლის — ფრანჩესკას მარადიული სიყვარულის შესახებ, რომლის გამოძახილი, გრადარას კედლებიდან, ხეობაში საუკუნეების განმავლობაში გაისმის…
XIV-XV საუკუნეებში, მალატესტების ოჯახმა რომანიის და მარშეს არაერთი ქალაქი დაიპყრო და სამეფოს ტერიტორიები თვალუწვდენელ ჰორიზონტებზე გააფართოვა.
ამ გვარს, ბევრი გამოცდილი ჯარის მეთაური და გამორჩეული სტრატეგი ჰყავდა. მათ შორის, უდავოდ ყველაზე პოპულარული სიჯიზმონდო პანდოლფო მალატესტაა — მისი მმართველობის დროს, მალატესტების ოჯახის გავლენამ და სიმდიდრემ მწვერვალს მიაღწია.
V Canto-ს სურნელოვანი ქმნილება Malatesta, იტალიის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოჯახის — მალატესტებისთვის დამახასიათებელი არისტოკრატობისა და და სიძლიერის არსითაა შთაგონებული.
ესენციის სურნელი იტალიური ციტრუსების თაიგულით იშლება: აღმოცენდებიან ორისის (ორისი: ზამბახის აკორდი) სამეფო ნოტებით გამოკვეთილი სიცილიური ფორთოხალი და კალაბრიული მანდარინი. ფლორენციული შროშანი, ასევე ცნობილია, როგორც იტალიური არისტოკრატიის კვინტესენციური სიმბოლო, რაც, ორისის უიშვიათეს ნოტებს კიდევ უფრო გამორჩეულსა და ძვირფასს ხდის.
კომპოზიციის მეფური გახსნა ძლევამოსილად განისვენებს დასარტყამი ინსტრუმენტების ხმით მფეთქავ, საბრძოლო ინტენსივობის ხალიჩაზე: იტალიური ლავანდის სიგრილე ჟასმინის გემრიელ ნოტებს იხუტებს, ვარდისფერი პილპილის შუშხუნა ნოტები კი — კედარის ხის და ტოსკანური ტყავის ძალას გამოკვეთენ.
სურნელის ბაზა მეფური ძლევამოსილებისა და ელეგანტურობის აჯანყებაა: ძვირფასი ხეების — კამბოჯური უდის (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), აგარის ხის და ინდური წითელი პაჩულის ალიანსის აფეთქებას ხაზს უსვამს ვანილის ნაყოფი და მუშკი.
Malatesta — ელეგანტური, მაცდური ქმნილებაა, რომელიც, სუნამოს წვეთებით, მეფურ სულს მოიცავს.
ზედა ნოტები: სიცილიური ფორთოხალი, კალაბრიული მანდარინი, ფლორენციის შროშანი და ზამბახი
შუა ნოტები: იტალიური ლავანდა, ჟასმინი, ლიბანის კედარი, ვარდისფერი წიწაკა და ტოსკანური ტყავი
საბაზისო ნოტები: მუშკი, ვანილის მარცვლები, კამბოჯური უდი, აგარის ხე და წითელი პაჩული
Alcohol Denat., Parfum, Alpha-Isomethyl Ionone, Linalool, Coumarin, Limonene, Farnesol, Hydroxycitronellal, Cinnamyl Alcohol, Eugenol, Benzyl Benzoate
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია