მთავარიშოპისუნამო

MAGNIFICAT

MAGNIFICAT

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Magnificat, ფაქიზი ბუნების, თუმცა მტკიცე ხასიათის არომატია; დელიკატური და ამავდროულად — მძლავრი. ეს სუნამო, ბრწყინვალე უნისონში გაერთიანებული ორი საწინააღმდეგო სულის კავშირს ასახავს და ყველას, ვინც მას ატარებს, დამამშვიდებელ ძალას ანიჭებს.

მოცულობა:

Not Chosen

585.00 ₾
აღწერა

V Canto-ს არომატი Magnificat სიტყვა „დიდებულების“ (magnificence) განსხეულებაა, რომელსაც, მამაკაცის ცხოვრებაში, ძლევამოსილების, გულუხვობის, ღირსებისა და ბრწყინვალების აღსანიშნავად იყენებენ და შესაბამისად, მეფური სურნელი აქვს!

Magnificat-ის დაგემოვნების პირველივე წამიდან, ბედნიერი მომენტების მოგონებების ძალა იღვრება, მთელი დღის განმავლობაში, სიცოცხლეს მხიარულებით ავსებს და აღტაცების ახალ შეგრძნებებს გვანიჭებს.

ამ კათარზისული ევოლუციის საწყის ეტაპზე, ფაქიზი ვარდის და ტკბილი გერანიუმის (გერანიუმი: ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) ნოტები იკვეთება, რათა, შემდგომ, სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და საკმეველის სისრულემ გააძლიეროს.

Magnificat, ფაქიზი ბუნების, თუმცა მტკიცე ხასიათის არომატია; დელიკატური და ამავდროულად — მძლავრი. ეს სუნამო, ბრწყინვალე უნისონში გაერთიანებული ორი საწინააღმდეგო სულის კავშირს ასახავს და ყველას, ვინც მას ატარებს, დამამშვიდებელ ძალას ანიჭებს.

ზედა ნოტები: ილანგი, ვარდი, ქვის ფხვნილი, ქარვა

შუა ნოტები: ბამბის კანფეტი, გერანიუმი, სანდალოზის ხე, ქარვა

ძირითადი ნოტები: ტონკინის მუშკი, ვანილი, ბენზოინი, პაჩული, სანდალოზის ხე, საკმეველი

Alcohol Denat., Parfum, Linalool, Coumarin, Geraniol, Hexyl Cinnamal, Citronellol, Benzyl Salicylate, Benzyl Cinnamate, Limonene, Citral, Farnesol, Eugenol

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია