მთავარიშოპისუნამო

LUCRETHIA

LUCRETHIA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

V Canto-ს Lucrethia, ჰიპნოზური, მომაჯადოებელი ძალის და მგრძნობიარე, ამაღელვებელი სილამაზის ამსახველი სურნელია.

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

ლუკრეცია (იგულისხმება სასიკვდილო და ნარკოტიკული საშუალებების ჭეშმარიტი მბრძანებელი და რომის პაპის — ალექსანდრე VI-ის სილამაზით განთქმული ქალიშვილი ლუკრეცია ბორჯია, რომელიც ხშირად იყენებდა დარიშხანს, მსხვერპლისთვის რეალობის შეგრძნება რომ დაეკარგვინებინა და საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოექცია: დაუნდობელი სტრატეგიის თანახმად, ოსტატ იუველირებს, ოქროს დახვეწილი ბეჭედი დაამზადებინა საიდუმლო განყოფილებით, საწამლავი მუდამ თან რომ ჰქონოდა და საჭიროებისამებრ, მყისიერად გამოეყენებინა. ამ ძლევამოსილი შხამის ძალით მოპოვებული რეპუტაციით, ლუკრეციას პერსონაჟმა, არაერთი ცნობილი ტრაგედია შთააგონა, მათ შორის — უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ და გიუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“) ლამაზი, მომაჯადოებელი, დახვეწილი და მეფური ქალბატონია; ჭეშმარიტად მომაკვდინებელი, როგორც მისი სახელის მატარებელი სუნამო…

როდესაც ვცდილობთ, ლუკრეცია ბორჯიას პიროვნება წარმოვისახოთ, მისი ფიგურა ბუნდოვანი რჩება: ის, იმდენად უნივერსალური და ძლიერი პერსონაჟია, რომ საკუთარი ძალის გამოძახილში ვითარდება, როგორც V Canto-ს სუნამოს — Lucrethia-ს სურნელი განიცდის ევოლუციას თვალწარმტაც თაიგულში: მისი მაჰიპნოზირებელი სურნელის ძვირფასი ყვავილები იმდენად დამაჯერებელი და ეგზოტკურია, რომ არომატს იდუმალ მიმზიდველობას და უნიკალურ მომხიბლავობას ანიჭებს, რაც, დაუნდობლად მომაკვდინებელი და საშიშია!

V Canto-ს Lucrethia შეზავებულია ლეტალური, საიდუმლო მიქსტურის პრინციპით, მისი სურნელი კი — ჭეშმარიტად საბედისწერო ქალივით იზიდავს და ნუსხავს: თუ მისმა ჯადომ ერთხელ მაინც მოგიმწყვიდათ, სამუდამოდ დაგატყვევებთ და ვეღარასოდეს დააღწევთ თავს.

არომატი დახვეწილი, მაცდური ნოტებით იშლება: მისი ტკბილი ჰარმონია წარმოდგენილია მწიფე მსხლისა და ლაიმის ყვავილის ნოტებით, რომელთაც ვარდისფერი პილპილი და პეტიტგრაინი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული გამაგრილებელი, მწვანე აკორდებით და ციტრუსოვანი, ყვავილოვანი, ბიტერის ნოტებით) უპირისპირდება.

ყვავილების მათრობელა ძალა სასიკვდილო მახეს აგებს: ვერსად გაექცევით არაბული ჟასმინის სურნელს, რომელსაც, ყავის ელფერით და კაკაოს პუდრით გაჟღენთილი ველური ჟასმინის ძლიერი ნოტები იხუტებენ, ჯადოსნურად შეკმაზულ, უიშვიათეს და დახვეწილ ზანზიბარულ მიხაკთან ერთად. ამ მაგიურ პორციას სარჩულად ედება ეგზოტიკური ხეების დაუძლეველი ნაზავი: პაჩულის და კედარის ნოტები ჩაქსოვილია მაცდუნებელ და ტკბილ სუმატრას ბენზოინის (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) ფისისა და მადაგასკარული ვანილის სურნელში.

V Canto-ს Lucrethia, ჰიპნოზური, მომაჯადოებელი ძალის და მგრძნობიარე, ამაღელვებელი სილამაზის ამსახველი სურნელია.

ზედა ნოტები: მსხლის რბილობი, ვარდისფერი წიწაკა, პეტიგრეინი, ლაიმის ყვავილი, დაფნა

შუა ნოტები: ჟასმინი, ყავის ფხვნილი, მიხაკი, კაკაო, ქარვა

ძირითადი ნოტები: კედრის ხე, პაჩული, ვანილი, ბენზოინი, ცხრატყავა

Alcohol Denat., Parfum, Benzyl Salicylate, Hydroxycitronellal, Linalool, Hexyl Cinnamal, Limonene, Citronellol, Cinnamyl Alcohol

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია