მთავარიშოპისუნამო

LOYALTY

LOYALTY
LOYALTY

Parfum

სუნამო

Spirit of Kings-ის არომატი Loyalty კოლექცია The Guardianship Collection-ის შემადგენელია. The Guardianship Collection კოშკურის თავზე გამაგრებულ შუასაუკუნეების მესაზღვრეს ეძღვნება, მშვილდ-ისარს რომ ზიდავს და ღამის საგუშაგოსთვის ემზადება.

მოცულობა:

Not Chosen

1,038.00 ₾
აღწერა

Spirit of Kings-ის არომატი Loyalty კოლექცია The Guardianship Collection-ის შემადგენელია. The Guardianship Collection კოშკურის თავზე გამაგრებულ შუასაუკუნეების მესაზღვრეს ეძღვნება, მშვილდ-ისარს რომ ზიდავს და ღამის საგუშაგოსთვის ემზადება.

ამ კოლექციის სუნამოს ფლაკონები სამეფო იასამნისფერია — როგორც წითელი და კამკამა ლურჯის ემოციების შერწყმის სიმბოლო.

Spirit of Kings-ის ხისებრი, გურმანული, ყვავილოვანი ტიპის Loyalty მამაკაცისა და ქალის სუნამოა, რომელიც თბილი, ღრმა და მდგრადი ნოტებით, სამეფო ლოიალურობის არსს ასახავს.

ვანილის და რომის არომატებით გაჟღენთილი ტკბილი სურნელი მეფეების და დედოფლების ერთგულების სიმბოლოს განასახიერებს: ვანილის სითბო, მუდამ გამამხნევებელი, ურყევი მხარდაჭერის ალეგორიაა, რომის მდიდრული აკორდი კი — ჭეშმარიტად მეფური ბუნების ღრმა, ამტანი ხასიათის მეტაფორა.

ზედა ნოტები: ზაფრანა, რომი, ბერგამოტი

შუა ნოტები: დამასკოს ვარდი, ლაბდანუმი, უდის აკორდი

ბაზის ნოტები: კედრის ხე, გუაიაკის ხე, პაჩული, ვანილი, მუშკი, ქარვა

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER),

BENZYL ALCOHOL, BENZYL BENZOATE, BENZYL CINNAMATE, CITRAL, COUMARIN, EUGENOL,

FARNESOL, LIMONENE, LINALOOL.

Spirit of Kings ექსკლუზიური, საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდია, რომელიც ევროპული ხელოვნების ესთეტიკისა და ისტორიის აღსანიშნავად შეიქმნა და ინგლისის სამეფო პატრონაჟით, ესპანეთში დანერგილი მხატვრული სრულყოფილების მრავალწლოვანი მემკვიდრეობითაა შთაგონებული. მისი საოცრად თანამედროვე ხასიათის სურნელოვანი ქმნილებები მომავლისკენ თავდაჯერებულ სვლას ასახავენ: Spirit of Kings-ის ხედვა ლეგენდარული წარსულის გამოღვიძებით, ახლანდელი ყოფის გალამაზების იდეას ეყრდნობა.

პარფიუმერის შესახებ: ქრისტიან პროვენცანო

მსოფლიოში აღიარებული პარფიუმერი და საკუთარი საქმის ერთგული ოსტატი — ქრისტიან პროვენცანო მიიჩნევს, რომ სურნელოვან სამყაროში მოღვაწეობა უწყვეტი მოგზაურობაა: შემოქმედებითი აზროვნება განვითარებისა და შთაგონების ძიებაში და ყოველი ახალი ქმნილებით, აქტუალური განაცხადის გაკეთება.

პარფიუმერულ სამყაროში ბავშვობიდან, მაროკოში ცხოვრებისას შეაბიჯა: იქაური გარემოს მდიდრულმა, მრავალმხრივმა არომატებმა სურნელოვანი ზეთებისადმი ვნება და აღტაცების ნაპერწკლები გაუღვივეს.

პროფესიული გადამზადების კურსები ჰოლანდიაში დაიწყო: უნარების დასახვეწად, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობდა.

Agent Provocateur-ისთვის შექმნილი ნამუშევრისთვის, FiFi-ს (იგივე „სურნელოვანი ინდუსტრიის ოსკარის დაჯილდოება“) ჯილდო მოიპოვა და საყოველთაოდ მოიხვეჭა სახელი არაერთი ცნობილი ბრენდის, მათ შორის — Penhaligons-ის არომატებით.

დღეს, ქრისტიან პროვენცანო Sospiro-ს, Fragrance Du Bois-ს, Electimus-ის, Spirit of Kings-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მოღვაწეობს დუბაიში; უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან შერწყმით, განსაკუთრებული სურნელოვანი ნიმუშების შექმნას აგრძელებს და საუკეთესო, მოთხოვნადი პროფესიონალის სტატუსს ინარჩუნებს. მისი შედევრები კი სუნამოების მიმართ ულევ სიყვარულსა და ინდუსტრიისადმი ერთგულებას ასახავენ.