მთავარიშოპიდეკორატიული კოსმეტიკა
Lip Perfector 2-in-1 Lip and Cheek Color Balm
ბალზამი და ამოსანათებელი („ჰაილაითერი“) 2-1-ში, ტუჩებს კვებავს, აფუმფულებს და მბრწყინავ 3D-ეფექტს ანიჭებს; ამავდროულად, ბუნებრივი, ჯანსაღი, მანათობელი შეფერილობით, ლოყების ბზინვარებას აძლიერებს. for Combination, Dry, Normal, Oily
Not Chosen
CLARINS-ის ტუჩების გასაფუმფულებელი საკულტო საცხით შთაგონებული ტუჩებისა და ლოყების მრავალფუნქციური ბალზამი, შეგიძლიათ, ამოსანათებლის („ჰაილაითერი“) დანიშნულებით გამოიყენოთ, ბუნებრივი, ჯანსაღი იერსახის ბზინვარებისთვის.
მბრწყინავი, ინტენსიურად მანათობელი ეფექტისთვის, პროდუქტი ფორმულირებულია Clarins-ის ტუჩის ამოსანათებელი ექსკლუზიური კომპლექსით (Lip Highlighter Complex) — 2 სახის სადაფის ბლენდით.
არაწებოვანი სტრუქტურის მდნარი, გელისებრი ბალზამი კანის ზედაპირს აერთგვაროვნებს, ამშვიდებს და ტუჩებს სრული 8 საათის* განმავლობაში ატენიანებს, ლოყებს კი — გამოკვეთილ ელფერს ანიჭებს.
ამ მრავალფუნქციური ესენციის შემადგენლობის 96% კანის მოვლის ინგრედიენტებს წარმოადგენს. მათ შორისაა:
— ველური მანგოს კარაქი, ორგანული შიის კარაქი, უსაპონიფიკაციო (ცხიმოვანი ნივთიერების კომპონენტი, რომელიც ტუტეებით დამუშავებისას საპონს არ წარმოქმნის და წყალში უხსნადი რჩება; იხსნება მხოლოდ ორგანულ გამხსნელებში) შია: კანის ოპტიმალური ნუტრიციისათვის;
— ბრინჯის ქატოს (ბრინჯის ქატო შეიცავს ცილას, ცხიმს, ნაცარს და ნედლ ბოჭკოებს) ზეთი: ტუჩების დასაცავად და მათი ბუნებრივი სტრუქტურის გასაუმჯობესებლად;
— გამაფუმფულებელი პეპტიდი: ტუჩებისთვის მყისიერად შევსებული, ახლადდაკოცნილი იერსახის მისანიჭებლად და ხანგრძლივი ჰიდრატაციის უზრუნველსაყოფად.
ბალზამის ბუნებრივი შეფერილობა ჰარმონიულად ერწყმის ყოველ ტუჩს და კანის ფერს. პროდუქტის საავტორო მათრობელა სურნელი ძირტკბილას ექსტრაქტითაა გაჟღენთილი.
PARAFFINUM LIQUIDUM/MINERAL OIL/HUILE MINERALE. DIISOSTEARYL MALATE. HYDROGENATED STYRENE/ISOPRENE COPOLYMER. BUTYROSPERMUM PARKII (SHEA) BUTTER. PARAFFIN. DIPENTAERYTHRITYL TETRAHYDROXYSTEARATE/TETRAISOSTEARATE. POLYETHYLENE. HYDROGENATED POLYISOBUTENE. OCTYLDODECANOL. CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE. SYNTHETIC WAX. CALCIUM ALUMINUM BOROSILICATE. NYLON-12. IRVINGIA GABONENSIS KERNEL BUTTER. ETHYLHEXYL PALMITATE. SILICA. PARFUM/FRAGRANCE. HYDROGENATED COCO-GLYCERIDES. HYDROGENATED MICROCRYSTALLINE WAX. BUTYROSPERMUM PARKII (SHEA) BUTTER UNSAPONIFIABLES. ORYZANOL. TRIBEHENIN. CI 77891/TITANIUM DIOXIDE. AMMONIUM GLYCYRRHIZATE. TOCOPHERYL ACETATE. SORBITAN ISOSTEARATE. LACTIC ACID. TIN OXIDE. PALMITOYL TRIPEPTIDE-1. TOCOPHEROL. [M1326G/20]
ბალზამის მსუბუქი, არაწებოვანი სტრუქტურა ლოყებს და ტუჩებს კომფორტულად ფარავს. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ფერადი ტუჩსაცხის ბაზად ან პირიქით — წაისვათ, როგორც ტუჩსაცხის ზედა ფენა, რათა ტუჩებს მარგალიტისებრი ფაქტურა მიანიჭოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, პროდუქტი იდეალურად ბუნებრივ შედეგს გპირდებათ.
ტუჩებზე გამოყენებისას: გადაისვით ტუჩების ზედაპირზე. გაიმეორეთ მოქმედება, თუ მეტად მდიდრული შეფერილობა, ინტენსიური დაფარვა და ტუჩების მოცულობის გაზრდა გსურთ.
ლოყებზე გამოყენებისას: დაიტანეთ პროდუქტი თითის წვერებით შუბლზე, ცხვირზე, ყვრიმალებსა და ნიკაპზე. გარდამავალი ეფექტისთვის, სურვილისამებრ, გადაინაწილეთ და შეურიეთ ბაზას ან ტონალურს.
ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.
70+ წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება
ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.
*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში) პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.
