მთავარიშოპიColor Splash Makeup
Lip Idole Butterglow
გაიცანით 12%-იანი სკვალანით1 სუპერდამუხტული ტუჩის პრიალა ბალზამი Lancôme-ისგან: Lip idôle Squalane-12 Butterglow
Not Chosen
გაიცანით 12%-იანი სკვალანით1 სუპერდამუხტული ტუჩის პრიალა ბალზამი Lancôme-ისგან: Lip idôle Squalane-12 Butterglow, მყისიერი ჰიდრატაციისა და დროთა განმავლობაში, კანის ბარიერის აღდგენისთვის შექმნილი ფერადი საცხია, რომელიც, თქვენს ტუჩებს, წასმისთანავე, ბრწყინვალებას ანიჭებს. მისი მსუბუქი, უცხიმო სტრუქტურა, ტუჩების შემავსებელ მოქმედებასაც უზრუნველყოფს; კანის ტექსტურას ხვეწს, წვრილ ხაზებს კი — აუფერულებს.
პროდუქტის ფორმულა გაძლიერებულია სკვალანით1 და კერამიდებით.
ბალზამი წარმოდგენილია კომპლექციის გამაუმჯობესებელი 15 განსხვავებული ელფერით: 10 ქალიდან 9-მ, მოცემულ ფერთა გამაში, თავისი რჩეული ელფერი აღმოაჩინა2.
- ჰიდრატაცია 24 საათამდე ხანგრძლივობით3
- რეგულარული გამოყენების პირობებში, წვრილი ხაზების შემცირება
- ფერის მოქნილი ინტენსივობა
Lip idôle Squalane-12 Butterglow-ს განმასხვავებელი თვისებები
ბალზამის 12%-იანი სკვალანით1 სუპერდამუხტული და კერამიდებით გაჟღენთილი, მზრუნველი ფორმულა, თქვენი ტუჩების ყოველ საჭიროებას პასუხობს: ჰიდრატაცია, 24 საათის4 შემდეგ, 37%-ით ძლიერდება, 7-დღიანი რეგულარული მოხმარების პირობებში კი, კანის სიმშრალე და წვრილი ხაზები შესამჩნევად მცირდება.
ყველა ტიპის კომპლექციის დასამშვენებლად, ბალზამს, მოქნილი ინტენსივობის ფერები და თვალის მომჭრელი ბზინვარება ახასიათებს!
ის, რაც Lip idôle Squalane-12 Butterglow-ს შესახებ უნდა ვიცოდეთ
მოქნილი ინტენსივობის ფერი: წაისვით ბალზამის 1 ფენა, გამჭვირვალე ბზინვარებისთვის; თუ გსურთ, ტუჩების ფორმა, მეტად ინტენსიური ელფერით გამოკვეთოთ, გადაისვით დამატებითი ფენები.
გამოიყენეთ ბალზამი დამოუკიდებლად, ტუჩების მთელი დღის განმავლობაში დასატენიანებლად ან Lancôme-ის კრემოვან ლაინერ Lip Idôle Lip Shaper-თან კომბინაციით.
1: დიაპაზონში, სულ მცირე, 12%-იანი სკვალანი
2: 251 ქალზე წარმოებული მომხმარებელთა კვლევა
3: 24 ქალზე წარმოებული ინსტრუმენტული კვლევა
4: 43 ქალზე წარმოებული კლინიკური კვლევა
90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.
.jpg)