L'ÎLE AU THÉ
EAU DE TOILETTE
სუნამო
Goutal-ის არომატი L’Île au Thé ჩეჯუზე გავრცელებული კეთილდღეობის დამამშვიდებელი შეგრძნებისა და სიმშვიდის მფრქვეველი სურნელის მსგავსია
Not Chosen
„ამ გრანდიოზული და ღრმა, ლურჯი ზღვის შუაგულში, შთამბეჭდავად მოჩანს ვულკანი ჰალასანი. ჰორიზონტზე განფენილი ჩაის მინდვრები ნაზი მწვანე ფერისაა. ჩვენ, სამხრეთ კორეის კუნძულ ჩეჯუზე ვართ, სადაც ყოველი წამი დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს“.
Goutal-ის არომატი L’Île au Thé ჩეჯუზე გავრცელებული კეთილდღეობის დამამშვიდებელი შეგრძნებისა და სიმშვიდის მფრქვეველი სურნელის მსგავსია…
გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, მანდარინის ესენცია
გულის ნოტი: ოსმანტუსის აბსოლუტი
საბაზისო ნოტები: ჩაის აბსოლუტი, მატე, ვირჯინიული კედარი, თეთრი მუშკი
ALCOHOL DENAT. , PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER /EAU), Limonene, Linalool, BHT, Citral, Geraniol, Benzyl alcohol, Coumarin, Citronellol, Benzyl benzoate
რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.
Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.
Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…
ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.
პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).