მთავარიშოპი

LIGHT OF GRACE

LIGHT OF GRACE
LIGHT OF GRACE

Eau de Parfum

Thomas Kosmala-ს დახვეწილი, მგრძნობიარე და ოდნავ მოტკბო Light of Grace თანამედროვე ხასიათის არომატია. სურნელი ამბრეტის (ბუნებრივი მუშკი) და ზამბახის ყვავილის მსუბუქი, პუდროვანი ნოტებით იშლება.

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

Thomas Kosmala-ს დახვეწილი, მგრძნობიარე და ოდნავ მოტკბო Light of Grace თანამედროვე ხასიათის არომატია. სურნელი ამბრეტის (ბუნებრივი მუშკი) და ზამბახის ყვავილის მსუბუქი, პუდროვანი ნოტებით იშლება.

თეთრი ყვავილები, ვანილი და ქარვის ხე (ამბერვუდი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი, რომელსაც აღმოსავლური, გურმანული, ყვავილოვანი და თეთრი ყვავილების ნოტების გასაძლიერებლად იყენებენ) არომატულ კომპოზიციას გრილ სიტკბოს მატებენ.

Light of Grace-ის ინტენსიურ და ამავდროულად ელეგანტურ ხასიათს აგვირგვინებს ამბრის (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), მუშკის (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) და თეთრი უდის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) შედარებით მძიმე ბაზა.

გამხსნელი ნოტები: მუშკის ჰიბისკუსი, ზამბახის ყვავილი

გულის ნოტები: თეთრი ყვავილები, ვანილი, ამბერვუდი 

საბაზისო ნოტები: თეთრი უდი, ამბრი, მუშკი

ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.

თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.

პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.