Les Indes Galantes
Eau de Parfum
სუნამო
Parfums MDCI-ს Les Indes Galantes-ით პარფიუმერმა სესილ ზაროკიანმა გურმანული, ვნებიანი არომატული მოსაწვევი გამოგვიგზავნა წარმოსახვით ეგზოტიკურ ქვეყანაში სამოგზაუროდ, სადაც გრძნობებს და ემოციებს აღვიძებენ ძვირფასი სპეციების, ყვავილების და ხილის მათრობელა სუ
Not Chosen
Parfums MDCI-ს Les Indes Galantes-ით პარფიუმერმა სესილ ზაროკიანმა გურმანული, ვნებიანი არომატული მოსაწვევი გამოგვიგზავნა წარმოსახვით ეგზოტიკურ ქვეყანაში სამოგზაუროდ, სადაც გრძნობებს და ემოციებს აღვიძებენ ძვირფასი სპეციების, ყვავილების და ხილის მათრობელა სურნელები…
Les Indes Galantes-ის არომატული არსის უკეთ გასააზრებლად, გიზიარებთ ნაწყვეტს მე-18 საუკუნის — ბაროკოს ეპოქის ფრანგი კომპოზიტორის, ჟან-ფილიპ რამოს ჰეროიკული ოპერა-ბალეტიდან — „გალანტური ინდოელები“:
“Un cœur qui change chaque jour,
Chaque jour fait pour lui des conquêtes nouvelles,
Les fidèles amants font la gloire des belles,
Mais les amants légers font celle de l’amour”.
(„ყოველდღიურად ცვალებად გულს
ახალი დღე ახალ დამატყვევებელს უქადის,
ერთგული მიჯნურნი მშვენებას აღმერთებენ,
მსუბუქად მოტრფიალენი კი სიყვარულით კავდებიან“)
გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, ფორთოხალი, ნუში, ჟოლო
გულის ნოტები: ქინძი, დარიჩინი, მიხაკი, გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი)
საბაზისო ნოტები: მადაგასკარის ვანილის აბსოლუტი (პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით), ტკბილი ნოტები, ტყავის ნოტები, საკმეველი, „ბენიამინის“ ვანილის ექსტრაქტი, ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი)
საწყისი ნოტები: ბერგამოტი, ფორთოხალი, ნუში, ჟოლო
საშუალო ნოტები: ქინძი, დარიჩინი, მიხაკი, გერანიუმი
საბაზისო ნოტები: მადაგასკარის აბსოლუტური ვანილი, ტკბილი ნოტები, ტყავის ნოტები, საკმეველი, ბენჯამინი [ბენზოინი], ლაბდანუმი
არომატული სახლი Parfums MDCI სუნამოების მოყვარულებს და კოლექციონერებს სთავაზობს ხელოვნების ნიმუშებით შთაგონებულ ექსკლუზიურ სურნელებს ძვირფასი შეფუთვით — დახვეწილი არომატების მომხიბლავობას ფლაკონისა და თავსახურის პოეტური სილამაზე აძლიერებს.
მას შემდეგ, რაც Parfums MDCI-ს სუნამოები მეტმა ადამიანმა იპკურა, ბრენდის ცნობადობაც საგრძნობლად გაიზარდა: წლებთან ერთად, პარფიუმერიის პატარა სახლი არომატულ ლაბორატორიად იქცა, ყოველ ახალ პარფიუმერთან თანამშრომლობას კი ახალი არომატის შექმნა და ახალი შემოქმედებითი გზების აღმოჩენა მოჰყვა.