მთავარიშოპისუნამო

LES CAPRICES DE MARIE

LES CAPRICES DE MARIE
LES CAPRICES DE MARIE

Eau de Parfum

სუნამო

Les Caprices De Marie ქალურობის, მგრძნობიარობის და სუნამოს პროტოტიპის სითამამისადმი მიძღვნილი ოდაა — ვნებიანი ცხოვრების ამსახველი ესენცია.

მოცულობა:

Not Chosen

224.00 ₾
აღწერა

Chabaud-ს არომატი Les Caprices De Marie გამბედავი, უშიშარი ქალის პერსონაჟის განსხეულებაა: მარი ბუნებრივი ელეგანტურობით ბრწყინავს და მომხიბლავ გარეგნობას ხასიათით განამტკიცებს; სურვილების თანახმად, თავისუფლად მოქმედებს და ცხოვრების ყოველი მომენტისგან სიამოვნებას იღებს. მისი აშკარა და უნიკალური ხიბლი ყველას ატყვევებს, ვინც კი ცხოვრებისეულ გზაზე შეხვდება.

Les Caprices De Marie ქალურობის, მგრძნობიარობის და სუნამოს პროტოტიპის სითამამისადმი მიძღვნილი ოდაა — ვნებიანი ცხოვრების ამსახველი ესენცია.

შთაგონება

Les Caprices De Marie ხილისებრი არომატია, რომელიც ატმის სიტკბოს შავი მოცხარის, ანანასის და მსხლის მომჟავო ნოტებთან აერთიანებს და ახალგაზრდა მარის ხასიათის მსგავს, ცქრიალა აკორდს გვთავაზობს.

სუნამოს გულის ნოტებში, ხეობის შროშანის და კარამელის მოტკბო-ყვავილოვანი აქცენტი ვლინდება, როგორც ელეგანტურობისა და დახვეწილობის კომბინაცია, თუმცა სურნელოვანი კომპოზიციის განვითარების ყველა ეტაპზე, თავს გვახსენებს ვანილის დამამშვიდებელი, ტკბილი ნოტები.

ზედა ნოტი: ანანასი, შავი მოცხარი და მსხალი

შუა ნოტი: ატამი, კარამელი

ძირითადი ნოტი: პაჩული, მუშკი, ვანილი

Chabaud Maison de Parfum ნიშური პარფიუმერიის ფრანგული სახლია, რომელიც ლუქს-კლასის პარფიუმებისა და ტუალეტის წყლების, ინტერიერის სურნელის და სანთლების წარმოებაზე ფოკუსირდება. სოფი ჩაბო და მატია ბონო, ელეგანტურობის და სიწმინდის უწყვეტი ძიებისადმი თავდადებით, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალურ, უნიკალურ ესენციებს ქმნიან.

Chabaud-ს კოლექციები, ოცნებებით, მისტერიებით და მგრძნობიარობით, პოეზიას აღვივებს თითოეული მომხმარებლის პერსონალურ მოგზაურობაში. ბრენდის სწრაფვას უმაღლესი ხარისხისკენ, 100%-ით ფრანგული წარმოების გარანტიაც განამტკიცებს.

სწორედ ამ ტრადიციებისა და პარფიუმერიისადმი აღტაცების კვალდაკვალ დაიბადა Chabaud Maison de Parfum-ის სურნელოვანი კოლექცია და დახვეწილი სილამაზის მთელი სამყარო მოიცვა: პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც საფრანგეთის, ასევე — სხვადასხვა ქვეყნის რჩეულ პარფიუმერულ მაღაზიებში.