მთავარიშოპისუნამო

LEON

LEON

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

V Canto-ს Leon სტილისტიკური ელეგანტურობის ზუსტი განსახიერებაა, რომელიც თქვენს გულში მისტერიის კოცონს ააგიზგიზებს.

მოცულობა:

Not Chosen

1,020.00 ₾
აღწერა

V Canto-ს სურნელოვანი ქმნილება Leon-ის შთაგონება, სიჯიზმონდოს (იგულისხმება იტალიელ არისტოკრატთა დინასტიის წევრი — სიჯიზმონდო პანდოლფო მალატესტა. მალატესტების დინასტია, XIII საუკუნიდან 1528 წლამდე, რიმინის მართავდა) დროს, გრადარას სასახლეში მცხოვრები ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია: ბრწყინვალე არქიტექტორი, მწერალი, მათემატიკოსი, ჰუმანისტი, ფილოსოფოსი, მუსიკოსი და არა მხოლოდ — ლეონ ბატისტა ალბერტი.

ესთეტიკური მგრძნობიარობით და სტილისტიკური მახვილგონიერებით აღსავსე ჭეშმარიტად უნივერსალური შემოქმედი, საკუთარი ნამუშევრებისა და ყოველი დისციპლინის ზედმიწევნით შესრულების უნარის დამსახურებით, დღემდე საყოველთაოდაა დაფასებული. არომატი Leon, სურნელოვანი ხასიათით, ლეონ ბატისტა ალბერტის მიაგებს ოდას და მის განუმეორებელ, უნიკალურ სტილს ასახავს.

Leon-ის სურნელი, იტალიური პარფიუმერიის კლასიკურ კანონებზე დაფუძნებული აკორდით იშლება: სამეფო ყვავილების — ბულგარული ვარდისა და მექსიკური ტუბეროზის მომხიბლავობა კომბინირებულია სამხრეთის ცქრიალა ციტრუსებთან, კალაბრიული მანდარინის და სიცილიური გრეიფრუტის გამოძახილებით.

კომპოზიციის დახვეწილი ელეგანტურობა საშუალებას აძლევს ღრმა, მგრძნობიარე ნოტებს, გამხსნელი აკორდები მოიცვან: ცდუნებისა და სიტკბოს ამაღელვებელ ბალანსში, ილანგ ილანგსა და მაგნოლიასთან შერწყმული ინდური სამბაკის ჟასმინი, ტაილანდური ქოქოსის და რომანიული (რომანია: იტალიის ისტორიული ოლქი) ატმის ნოტების იხუტებს.

გამხსნელი და გულის ნოტების არომატულ ანსამბლს, ლეონ ბატისტა ალბერტის ცნობილი ნაგებობების მსგავსად, ძლიერი ბაზა ედება სარჩულად — კეთილშობილური ტყეების მტკიცე რევერბერაციები — ტოსკანური არყის ხის, ლიბანური კედარის ძლიერი ნოტებისა და ნეკერჩხლის სურნელი, რომელთაც, მადაგასკარული ბურბონის ვანილის და მუშკის მაცდური კომბინაცია უპირისპირდება.

V Canto-ს Leon სტილისტიკური ელეგანტურობის ზუსტი განსახიერებაა, რომელიც თქვენს გულში მისტერიის კოცონს ააგიზგიზებს.

ზედა ნოტები: ბულგარული ვარდი, მექსიკური ტუბეროზა, სიცილიური გრეიფრუტი და კალაბრიული მანდარინი

შუა ნოტები: ჟასმინი, სამბაკი, ინდური, ილანგ-ილანგი, მაგნოლია, ტაილანდური ქოქოსი და რომანია ატამი

საბაზისო ნოტები: ტოსკანური არყის ხე, ლიბანური კედარი, ნეკერჩხლის ხე, მუშკი და მადაგასკარის ბურბონის ვანილი

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Benzyl Salicylate, Alpha-Isomethyl Ionone, Coumarin, Citronellol, Cinnamyl Alcohol, Hydroxycitronellal, Citral, Benzyl Benzoate, Benzyl Alcohol, Geraniol, Farnesol

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია