მთავარიშოპისუნამო

L'Elégant

L'Elégant
L'Elégant

Eau de Parfum

სუნამო

Parfums MDCI-ს არომატი L’Elégant პარფიუმერ ირენ ფარმაჩიდის მიერ შექმნილი ჟაკ-ლუი დავიდის ულამაზესი ფერწერული ნამუშევრის — პიერ სერიზიატის პორტრეტის სურნელოვანი ინტერპრეტაციაა.

მოცულობა:

Not Chosen

1,294.00 ₾
აღწერა

Parfums MDCI-ს არომატი L’Elégant პარფიუმერ ირენ ფარმაჩიდის მიერ შექმნილი ჟაკ-ლუი დავიდის ულამაზესი ფერწერული ნამუშევრის — პიერ სერიზიატის პორტრეტის სურნელოვანი ინტერპრეტაციაა.

ძლევამოსილი ხასიათის არომატი მგრძნობიარე და დახვეწილი შტრიხებით, ერთი შეხედვით, ელეგანტურ დენდის განასახიერებს, თუმცა მრავალმხრივი სურნელის დამსახურებით, გარეგნულ საზღვრებს ცდება და პროტოტიპის სულის სიღრმეებშიც ჩაგვახედებს.

რადიკალურად განსხვავებული ნოტების შერწყმით — მუშკის, ხის, სპეციების და ქარვის სინთეზით შექმნილი L’Elégant კომპლექსური, ოსტატური, იდეალურად დაბალანსებული სურნელოვანი კომპოზიციაა.

გამხსნელი ნოტები: საკმეველი, ზაფრანა, ილი, შავი პილპილი

გულის ნოტები: ზამბახი, თაფლი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი, კუმინი (ძირა), დავანა (არტემიზია პალენსი), სანდალის ხე

საბაზისო ნოტები: მუშკის ნოტები, ტონკას მარცვლები, ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი), ცისტუსი, უდის ნოტები (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), ქაშმერანი (ხის, მუშკის სურნელის მქონე სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული)

ზედა ნოტები: საკმეველი, ზაფრანა, კარდამონი, შავი პილპილი

შუა ნოტები: ზამბახი, თაფლი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი, ძირა, დავანა, სანდალოზის ხე

საბაზისო ნოტები: მუშკი, ტონკას მარცვლები, ლაბდანუმი, ცისტუსი, უდის ნოტები,

არომატული სახლი Parfums MDCI სუნამოების მოყვარულებს და კოლექციონერებს სთავაზობს ხელოვნების ნიმუშებით შთაგონებულ ექსკლუზიურ სურნელებს ძვირფასი შეფუთვით — დახვეწილი არომატების მომხიბლავობას ფლაკონისა და თავსახურის პოეტური სილამაზე აძლიერებს.

მას შემდეგ, რაც Parfums MDCI-ს სუნამოები მეტმა ადამიანმა იპკურა, ბრენდის ცნობადობაც საგრძნობლად გაიზარდა: წლებთან ერთად, პარფიუმერიის პატარა სახლი არომატულ ლაბორატორიად იქცა, ყოველ ახალ პარფიუმერთან თანამშრომლობას კი ახალი არომატის შექმნა და ახალი შემოქმედებითი გზების აღმოჩენა მოჰყვა.