მთავარიშოპისუნამო

LEISURE IN PARADISE

LEISURE IN PARADISE
LEISURE IN PARADISE

Eau de Parfum Intense

სუნამო

SIMONE ANDREOLI-ს Leisure In Paradise მზისგან დამცავი კრემებისა და ხილის გემრიელი სურნელით გაჟღენთილი კარიბის ზღვის თბილი ნიავია, კუბის სანაპიროებზე რომ უბერავს.

მოცულობა:

Not Chosen

501.00 ₾
აღწერა

არომატის ტიპი: გურმანული

ძირითადი ნოტები: პაპაია, ქოქოსი, ვანილი, კარიბის ხეები

არომატის შთაგონება

„დასვენება სამოთხეში“ — განტვირთვის, არაფრის კეთების და სიამოვნების დრო:

კარიბის ზღვის აუზის სანაპიროები, თეთრი ქვიშა, კრემოვანი ქოქოსი და ნაზი ვანილი. რა ჯობია საუკეთესო არდადეგებით ტკბობას?

SIMONE ANDREOLI-ს Leisure In Paradise მზისგან დამცავი კრემებისა და ხილის გემრიელი სურნელით გაჟღენთილი კარიბის ზღვის თბილი ნიავია, კუბის სანაპიროებზე რომ უბერავს.

(დასვენება სამოთხეში) Leisure In Paradise-ის დღიური

განტვირთვა — ის მელოდიაა, კუბის ქუჩებში რომ გაისმის, მისი ექო კი — კარიბის სანაპიროებამდე აღწევს.

ზღვის ხმოვანება სულის მომცველია. ტროპიკული პოეზია და ადაჯიოს შეგრძნებები მზეზე ცეკვავენ, სანამ სალსას რიტმი პულსირებს.

სიცოცხლის მშვენიერების შეგრძნების სიამოვნება დასაკარგი დროის გამონახვაში აისახება.

გააზრება, დაკვირვება, მოსმენა და არაფრის კეთებით ტკბობა.

დროის ყოველგვარი ვალდებულებისგან თავისუფლად გატარება მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სრული მისი მარტივი ღირებულებებით.

დასაკარგი დროის არსებობა ცხოვრების ამაღლებული გამოხატულებაა!

პაპაია, ქოქოსი, ვანილი, კარიბის ტყე.

Alcohol, Parfum (Benzyl salicylate, Linalool, Limonene, Coumarin, Benzyl Cinnamate, Cinnamal), Aqua, Diethyl phtalate.

SIMONE ANDREOLI-ს სუნამოები წიგნის ფურცლებს ჰგავს, რომლებიც გვესაუბრებიან და თავიანთ არომატებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით — ჩვენი მოგონებების შინაგანი არქივისკენ მიგვიძღვიან. სურნელოვანი გამოცდილება კანს მიღმა აღწევს და მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობების აღწერად გარდაიქმნება.

სუნამო — მთავარი პერსონაჟია, იმ ამბების მთხრობელი, მოგონებებში ჩაქსოვილ ნაწერებსა და სურნელში რომ დნებიან; ნაწარმოების გმირი, რომელიც წარმოსახვითი სამაყაროსკენ მიგვიძღვის, იქ, სადაც მატერია იმღვრევა და წარსულში, მივიწყებულ სანაპიროებზე ან ვოლსტრიტის გადატვირთულ ტრაფიკში გვაბრუნებს…

მოგზაურობა აღარაა უბრალო გზა დანიშნულების გარკვეულ ადგილამდე, ის, ახლა, თვითანალიზი, ძიება და გაცნობიერებაა. ჩვენც, სურნელით გაჟღენთილები, ყველაზე რთულ, იდუმალ მიმართულებას ვირჩევთ — გზას საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენისკენ. ჩვენი პროდუქტიული რწმენა ფუნდამენტურ პრინციპს — მოკვლევას ემყარება.

ბრენდის წარმომადგენლები SIMONE ANDREOLI-ს სამუშაო პროცესების შესახებ:
„ჩვენი სუნამოების წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვითაა შერჩეული, რათა მომხმარებლებს უკომპრომისოდ საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ. გვიყვარს სუნამოების შექმნა პარფიუმერიის ორიგინალური მეთოდების გამოყენებით, რათა მოდის ცვლილება არ შეეხოთ. ჩვენი არომატები ექსკლუზიურად ეხმარება ყველას ინდივიდუალური სტილის მიგნებაში და ხელს უწყობს, დისტანცირდნენ ყოველივე კონვენციურისა თუ სდანდარტულისგან.

დაუღალავად ვშრომობთ მათთვის, ვისაც სურს, გამორჩეულად, დახვეწილად და ექსპერიმენტის მაძიებლად იგრძნოს თავი. სუნამოს თვითგამოხატვის ხელსაწყოს პრონციპით ვიყენებთ, როგორც შინაგანი სამყაროსა და შემოქმედებითი სულის დანამატს. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თვით-იდენტიფიკაცია, როგორც მსოფლიოს ურბანულმა ინდივიდებმა.“