LE TEMPS DES RÊVES
EAU DE TOILETTE
სუნამო
ზოგჯერ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, გვეუფლება შეგრძნება, რომ ოცნებები ხდება
Not Chosen
ზოგჯერ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, გვეუფლება შეგრძნება, რომ ოცნებები ხდება…
Goutal-ის არომატი Le Temps des Rêves იმ ძვირფას დროს აღბეჭდავს, როდესაც ანიკ გიუტალმა საკუთარ თავს პარფიუმერობაზე ოცნების ნება დართო; პერიოდს, რომელსაც მისი გრასში გატარებული ადრეული დღეების ლანდშაფტები და ფორთოხლის ყვავილების დამამშვიდებელი სურნელი აღნიშნავს.
გამხსნელი ნოტები: მაროკოს ფორთოხლის ყვავილი, მაროკოს ნეროლი, ბერგამოტი
გულის ნოტი: მურტი
საბაზისო ნოტები: რძიანას აკორდი, ქატოს აკორდი, ამბროქსანი, სანდალვუდი
ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER/EAU), Linalool, Benzyl salicylate , Hydroxycitronellal , Limonene, Hexyl cinnamal, Geraniol, Citronellol, Alpha-isomethyl ionone, Citral, Benzyl benzoate , Farnesol, Benzyl Alcohol
რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.
Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.
Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…
ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.
პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).