მთავარიშოპისუნამო

Le Rivage Des Syrtes

Le Rivage des Syrtes
Le Rivage des Syrtes

Eau de Parfum

სუნამო

Parfums MDCI-ს Le Rivage des Syrtes სურნელოვანი პოემაა, რომელიც გვიამბობს შორეული, დაკარგული კუნძულების, მიტოვებული სანაპიროების შესახებ, პოეტმა რომ იმოგზაურა და უიშვიათესი სურნელები, ძვირფასი ნივთიერებები ან უბრალოდ, გემრიელი არომატები ჩამოგვიტანა.

მოცულობა:

Not Chosen

1,294.00 ₾
აღწერა

პარფიუმერ პატრიცია დე ნიკოლაის ქმნილება — Parfums MDCI-ს Le Rivage des Syrtes სურნელოვანი პოემაა, რომელიც გვიამბობს შორეული, დაკარგული კუნძულების, მიტოვებული სანაპიროების შესახებ, პოეტმა რომ იმოგზაურა და უიშვიათესი სურნელები, ძვირფასი ნივთიერებები ან უბრალოდ, გემრიელი არომატები ჩამოგვიტანა.

სუნამოს გემრიელი სურნელი „მეორე კანივითაა“: მათ, ვინც Le Rivage des Syrtes-ს ატარებს, არომატი განაშორებს ქაოსურ, გადატვირთულ ყოველდღიურ ყოფას და მიღმიერ სამყაროში მიუძღვის, სადაც მხოლოდ სინაზე და სიმშვიდე სუფევს.

გამხსნელი ნოტები: ტკბილი ფორთოხალი, ანანასი, ირანული გალბანუმი (ფერულას ფისი)

გულის ნოტები: ილანგ ილანგი, ტუბეროზა, ფორთოხლის ყვავილის აბსოლუტი (პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით), არაბული საკმეველი

საბაზისო ნოტები: ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), მადაგასკარის ვანილი, მუშკი

ზედა ნოტები: ფორთოხალი, ანანასი, გალბანუმი

შუა ნოტები: აფრიკული ფორთოხლის ყვავილი, ილანგ-ილანგი, ტუბეროზა, საკმეველი

საბაზისო ნოტები: ქარვა, ვანილი, მუშკი

არომატული სახლი Parfums MDCI სუნამოების მოყვარულებს და კოლექციონერებს სთავაზობს ხელოვნების ნიმუშებით შთაგონებულ ექსკლუზიურ სურნელებს ძვირფასი შეფუთვით — დახვეწილი არომატების მომხიბლავობას ფლაკონისა და თავსახურის პოეტური სილამაზე აძლიერებს.

მას შემდეგ, რაც Parfums MDCI-ს სუნამოები მეტმა ადამიანმა იპკურა, ბრენდის ცნობადობაც საგრძნობლად გაიზარდა: წლებთან ერთად, პარფიუმერიის პატარა სახლი არომატულ ლაბორატორიად იქცა, ყოველ ახალ პარფიუმერთან თანამშრომლობას კი ახალი არომატის შექმნა და ახალი შემოქმედებითი გზების აღმოჩენა მოჰყვა.