LE CHÈVREFEUILLE
EAU DE TOILETTE
სუნამო
რაოდენ ძვირფასია ბავშვობის მოგონებები: იმ პერიოდს, გარკვეული სიტკბო და უმანკოება ახლავს
Not Chosen
„რაოდენ ძვირფასია ბავშვობის მოგონებები: იმ პერიოდს, გარკვეული სიტკბო და უმანკოება ახლავს… ცაში მზე კაშკაშებს, ჩვენ კი — ცხრატყავას ყვავილების გვირგვინებს ვწნავთ და ვთამაშობთ“.
კამილა გიუტალს დღემდე ახსოვს ფრაგმენტები, როგორ აკეთებდა ყვავილების გვირგვინებს საოჯახო ბაღში და გადაწყვიტა, ის მომენტები, გრილი, მწვანე, ჰაეროვანი სუნამოთი გაეცოცხლებინა.
გამხსნელი ნოტი: ლიმონის ხის პეტიტგრაინი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული გამაგრილებელი, მწვანე აკორდებით და ციტრუსოვანი, ყვავილოვანი, ბიტერის ნოტებით)
გულის ნოტი: ცხრატყავა, ჟასმინი
საბაზისო ნოტი: ნარცისი
ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER /EAU), Hexyl cinnamal, Geraniol, Linalool, Limonene, Citral, Citronellol, Benzyl benzoate
რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.
Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.
Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…
ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.
პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).