Le Barbier de Tanger
Eau de Parfum
სუნამო
Parfums MDCI-ს Le Barbier de Tanger მე-20 საუკუნის 50-იანებში გვამოგზაურებს და იმდროინდელ ტრადიციულ სადალაქოში შეგვაჭყიტებს, ძველი თაობები რომ სტუმრობდნენ ხოლმე.
Not Chosen
პარფიუმერ რიჩარდ იბანესის ქმნილება — Parfums MDCI-ს Le Barbier de Tanger მე-20 საუკუნის 50-იანებში გვამოგზაურებს და იმდროინდელ ტრადიციულ სადალაქოში შეგვაჭყიტებს, ძველი თაობები რომ სტუმრობდნენ ხოლმე.
მწვანე ნოტების, სისუფთავის ნოტებისა და ახალი გვიმრის ნოტების კომბინაციამ „ძველი სტილის“, რეტრო-არომატი შემოგვთავაზა, რომელიც სურნელოვან ამბავს მოგვითხრობს მოგონებებსა და წარმოსახვებში შემორჩენილ ტანჟერის გარდასულ წლებთა სადალაქოზე.
Le Barbier de Tanger-ის სურნელოვანი ხასიათი, რეტრო-ასპექტთან ერთად, თანამედროვე და დახვეწილია. მისი გამაგრილებელი, მდიდრული აკორდების შერწყმით შექმნილი არომატული კომპოზიცია საუკეთესო არჩევანია ყოველი დღის პოზიტიური დასაწყისისთვის.
გამხსნელი ნოტები: რეჰანი, ილი, ლიმონი, ბერგამოტი, ყვითელი მანდარინი, სისუფთავის ნოტი
გულის ნოტები: ლავანდა, პეტიტგრაინი, გალბანუმი, ანანასი, ვაშლი
საბაზისო ნოტები: პაჩული, ვეტივერი, ქარვა, ხის ნოტები, მუხის ხავსი
ზედა ნოტები: რეჰანი, კარდამონი, ლიმონი, ბერგამოტი, ყვითელი მანდარინი, სუფთა ნოტები
შუა ნოტები: ლავანდა, პეტიგრეინი, გალბანუმი, ანანასი, ვაშლი
საბაზისო ნოტები: პაჩული, ვეტივერი, ქარვისფერი ტყე, მუხის ხავსი
არომატული სახლი Parfums MDCI სუნამოების მოყვარულებს და კოლექციონერებს სთავაზობს ხელოვნების ნიმუშებით შთაგონებულ ექსკლუზიურ სურნელებს ძვირფასი შეფუთვით — დახვეწილი არომატების მომხიბლავობას ფლაკონისა და თავსახურის პოეტური სილამაზე აძლიერებს.
მას შემდეგ, რაც Parfums MDCI-ს სუნამოები მეტმა ადამიანმა იპკურა, ბრენდის ცნობადობაც საგრძნობლად გაიზარდა: წლებთან ერთად, პარფიუმერიის პატარა სახლი არომატულ ლაბორატორიად იქცა, ყოველ ახალ პარფიუმერთან თანამშრომლობას კი ახალი არომატის შექმნა და ახალი შემოქმედებითი გზების აღმოჩენა მოჰყვა.