მთავარიშოპისუნამო

LAYTON

LAYTON
LAYTON

Eau de Parfum

სუნამო

Layton-ის გამორჩეულ, ადიქციურ არომატს აგვირგვინებს კარამელიზებული ყავის დამაინტრიგებელ სურნელთან ერთად განვითარებული ვანილის და ძვირფასი ხეების ნოტები.

მოცულობა:

Not Chosen

667.00 ₾
აღწერა

Parfums de Marly-ს მძაფრი სურნელოვანი ხელწერით გამორჩეული არომატი — Layton დახვეწილობის არსს მოიცავს. აღმოსავლური და მაცდური, ყვავილოვანი ნოტებით შემდგარი კომპოზიცია ბერგამოტის მგზნებარე ვნებით იშლება, ლავანდის და გერანიუმის (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) ნაზავი კი ელეგანტურ და ამავდროულად, რაინდულ, გამაგრილებელ ნოტს წარმოქმნის.

სურნელის ინტენსივობას ამბრის (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და ნატურალური ვარდისფერი პილპილის დახვეწილი ნოტები აძლიერებს.

Layton-ის გამორჩეულ, ადიქციურ არომატს აგვირგვინებს კარამელიზებული ყავის დამაინტრიგებელ სურნელთან ერთად განვითარებული ვანილის და ძვირფასი ხეების ნოტები.

საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: ყოველდღიურად, დილიდან საღამომდე, განსაკუთრებით ცივ თვეებში

გამხსნელი ნოტები: ვაშლი, ბერგამოტი, ლავანდა

გულის ნოტები: ჟასმინი, ია, გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი)

საბაზისო ნოტები: ვანილი, პილპილი, გუაიას ხე, პაჩული

Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Limonene, Benzyl Alcohol, Linalool, Coumarin, Citronellol, Citral, Geraniol

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.