LAVS
Parfum
სუნამო
FILIPPO SORCINELLI-ს არომატს — LAVS საკმეველთა საკმეველი შეიძლება, ეწოდოს.
Not Chosen
FILIPPO SORCINELLI-ს არომატს — LAVS საკმეველთა საკმეველი შეიძლება, ეწოდოს.
LAVS პარფიუმერ ფილიპო სორჩინელის პირველი და დღემდე ბესტსელერი ქმნილებაა; მისი სახელწოდება, 2001 წელს დაარსებულ, სასულიერო სამოსისა და წმინდა ლიტურგიის ავეჯის და აქსესუარების ატელიეს — ATELIER OF VESTI SACRE OF FILIPPO SORCINELLI-ს სახელს იმეორებს.
კომპოზიციის ჰარმონიული ევოლუცია:
მუსიკალური ფუგის პირველი ხმა: შავი პილპილი, ილი, ჟასმინი.
მუსიკალური ფუგის მეორე ხმა: ელემი, ლაბდანუმი, მიხაკი, ქინძი.
შლეიფი: ოპოპონაქსი, მუხის ხავსი, პალისანდრის ვარდის ხის მერქანი, ქარვა, ტონკას მარცვლები.
SUBJECT: Black pepper, Cardamom, Jasmine
COUNTER SUBJECT: Elemi, Labdanum, Cloves, Coriander
TAIL: Opoponax, Oak Moss, Rosewood, Amber, Tonka Bean
იტალიელი პარფიუმერი ფილიპო სორჩინელი მრავალმხრივი ხელოვანია. მისი მსოფლმხედველობის და ესთეტიკის ჩამოყალიბებას სასულიერო სფეროში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, რელიგიური თემატიკა სორჩინელის შემოქმედების ლაიტმოტივია.
13 წლისამ, ორღანზე დაკვრა დაიწყო; სხვადასხვა დროს, რიმინიში — ფანოს კათედრალში, შემდეგ კი — მარკეში, სან ბენედეტო დელ ტრონტოში ორღანისტად მოღვაწეობდა. მოგვიანებით, პონტიფიკური ინსტიტუტის სასულიერო კურსზეც ჩაირიცხა და აქტიურად მონაწილეობდა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებში.
2001 წლიდან, ხელოვნების და რელიგიის კონცეფციების შერწყმით, სასულიერო პირების კოსტიუმების ექსკლუზიური ატელიე დააარსა. სორჩინელის კლიენტებს შორის რომის პაპებიც — ბენედიქტე მეთექვსმეტე და პაპი ფრანცისკე იყვნენ.
პარფიუმერიაში პირველი ნაბიჯები 2013 წელს გადადგა: გოთიკური არქიტექტურით შთაგონებული ნიშური ბრენდის — UNUM-ის თანადამფუძნებელი გახდა. 5 უნიკალური არომატისგან შემდგარი კოლექცია მდიდრული საკმეველის და მითიური ვარდების ბაზაზე შეიქმნა, როგორც ვატიკანის მარადიული რელიგიური სულის ახლებურად წარმოჩენის სურნელოვანი იარაღი.
დღეს, სორჩინელის არომატული პორტფელი ნიშური სუნამოების 7 ხაზს მოიცავს: UNUM-ს, MEMENTO-ს, ATMOSPHERE D’EMOTION-ს, SUPERFLUO?-ს (ნიშური სუნამოები და სხეულის მოვლის საშუალებები), X SÉ-ს, EXTRAIT DE MUSIQUE-ს და DÉLIRE DE VOYAGE-ს; კოლექცია SCENTED HOME კი დიფუზორებს — ინტერიერის 5 განსხვავებულ სურნელს გვთავაზობს.