მთავარიშოპისუნამო

LASCIA CH’IO PIANGA

LASCIA CH’IO PIANGA

Parfum

სუნამო

FILIPPO SORCINELLI-ს არომატი LASCIA CH’IO PIANGA პარფიუმერ ფილიპო სორჩინელის მიერ შექმნილი რიგით მეთერთმეტე სუნამოა და თავისი კონცეფციით, თავისუფლებისკენ რბოლას მიაგებს ოდას.

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

ცხოვრების სიკეთეები სურათებია, რომლებიც ჩვენი გონებიდან უჩინარდებიან; ჩვენი ნაწილები, რუტინული ჩვეულებების ტყეში რომ დაკარგულან. მაგრამ, ტკივილი გვრჩება და გვახსენებს მას, რისი არჩევანიც ჩვენს ძალებს მიღმაა. იქნებ, არ მინდა, დავივიწყო? იქნებ, ეს არ მოხდება? მსურს, სხვაგვარად ვიგრძნო თავი.

მხოლოდ თავისუფლად.

მახსოვს, ვტიროდი, რადგან დავიწყებას გოდებამ სძლია. თუმცა, წასვლა დარჩენაზე მეტად ტკბილია. არ მინდა, ბნელში შობილი ან უკან მოტოვებული ცნებების შიშში ვიცხოვრო.

მე ვარ ის, ვინც ყოველთვის მსურდა, ვყოფილიყავი, მაშინაც კი, როდესაც ჩემი „მე“ არ მეტყველებდა.

ისინი მთვარისკენ მიმდინარე ცრემლებს ჰგავდნენ, ლოცვასავით რომ მიცოცავდნენ და ჩემს ბედს ძერწავდნენ. ემოციების მოსათოკად, დრამაში გადავარდნილი ამაყად ვოხრავ. ასე მივყვები ჩემს ზურმუხტისფერი სურნელით მოფენილ გზას, საითაც არ უნდა მიმიძღვოდეს.

ეს ჩემთვის მოცემული დაპირებაა, ერთმანეთთან დადებული პირობა, ფიცი, ქვითინი, გულწრფელობა და მამაცი ჰიმნი.

ძლიერად მწამს და არასოდეს ვივიწყებ.

FILIPPO SORCINELLI-ს არომატი LASCIA CH’IO PIANGA პარფიუმერ ფილიპო სორჩინელის მიერ შექმნილი რიგით მეთერთმეტე სუნამოა და თავისი კონცეფციით, თავისუფლებისკენ რბოლას მიაგებს ოდას.

სურნელოვანი პროექტის საწყისი ემოციური ნაპერწკალი — პენტაგრამაა, რაზეც ფლაკონის დეკორაციაც მიგვითითებს; შემდეგი ელემენტი კი ფრიდრიხ ჰენდელის ოპერა „რინალდოს“ ცნობილი არია — Lascia Ch'io Pianga — ხმოვანება, რომელიც მოძრაობს და მოედინება, როგორც ცრემლი, რათა თავისუფლებისკენ სწრაფვა გააღვივოს.

სინამდვილეში, მუსიკა სორჩინელის პარფიუმერული პროექტის მხოლოდ გენეზისია, რადგან სუნამოს შინაარსს მეტად მრავალფეროვანი რეალიზაცია აქვს:

არომატის ფაბულა ძვირფასი საჩუქრის დაპყრობის კონცეფციას ემყარება, რეალურად, ყოველი ინდივიდის არსში რომ იმალება და დღესდღეობით, ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს.

ფილიპო სორჩინელის სურს, პერსონალური და შემოქმედებითი მოგზაურობის შესახებ, აბსოლუტის არსის რთულად დაპყრობის გზით გვიამბოს, გათავისუფლდეს რა იმ მრავალი სტერეოტიპის მონობისგან, როგორიცაა — მოდისა და სარეკლამო ინდუსტრიები, ცრურწმენები და კონფორმიზმი.

თითოეული ამ მყარად გაბატონებული მოცემულობის გადალახვით, ინდივიდი ამარცხებს გავლენებს და გამთლიანებისკენ მიმავალ სწორ გზას დაადგება, რომელიც, სიმბოლურად, მწავნე უსასრულობაში გაივლის; მეგზურად კი მთვარე მიჰყვება და დამცავი გარსის მსგავსად, სახეზე თბილი ნათების საბურველს ახვევს.

ამავდროულად, თავისუფლების არსის გააზრება ხომ მხოლოდ სინდისის მტკივნეული ხმის შესმენითაა შესაძლებელი, რაც, ყოველთვის თვითნებურად მოქმედების საშუალებას არ გვაძლევს; არამედ, მხოლოდ სხვათა უფლებებისა და ზოგადი ღირებულებების გათვალისწინების შედეგად მოგვეცემა.

არომატი LASCIA CH’IO PIANGA სწორედ ის ახალი სიმღერაა, პიროვნული საზღვრების შესახებ რომ მიგვითითებს; სუნთქვისას აღმომხდარი ოხვრა, ჩვენს ფიქრებში არსებულ გაურკვეველ, არასასიამოვნო ასოციაციების ხლართებს რომ ხსნის და საკუთარი მიზანსწრაფვებისა თუ მოწოდებების მკაფიოდ, დამაჯერებლად გამოხატვის უნარს გვანიჭებს…

არომატული კომპოზიციის ჰარმონიის ევოლუცია:

მუსიკალური ფუგის პირველი ხმა: შროშანი, ჟასმინი, გარდენია, ილანგ-ილანგი, ზამბახი.

მუსიკალური ფუგის მეორე ხმა: ტუბეროზა, მიხაკი.

შლეიფი: ტოლუს ბალზამი, მუშკი.

SUBJECT: Lilac, Jasmine, Gardenia, Ylangylang, Iris

COUNTER SUBJECT: Tuberose, Carnation

TAIL: Balsam of Tolù, Musks

იტალიელი პარფიუმერი ფილიპო სორჩინელი მრავალმხრივი ხელოვანია. მისი მსოფლმხედველობის და ესთეტიკის ჩამოყალიბებას სასულიერო სფეროში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, რელიგიური თემატიკა სორჩინელის შემოქმედების ლაიტმოტივია.

13 წლისამ, ორღანზე დაკვრა დაიწყო; სხვადასხვა დროს, რიმინიში — ფანოს კათედრალში, შემდეგ კი — მარკეში, სან ბენედეტო დელ ტრონტოში ორღანისტად მოღვაწეობდა. მოგვიანებით, პონტიფიკური ინსტიტუტის სასულიერო კურსზეც ჩაირიცხა და აქტიურად მონაწილეობდა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებში.

2001 წლიდან, ხელოვნების და რელიგიის კონცეფციების შერწყმით, სასულიერო პირების კოსტიუმების ექსკლუზიური ატელიე დააარსა. სორჩინელის კლიენტებს შორის რომის პაპებიც — ბენედიქტე მეთექვსმეტე და პაპი ფრანცისკე იყვნენ.

პარფიუმერიაში პირველი ნაბიჯები 2013 წელს გადადგა: გოთიკური არქიტექტურით შთაგონებული ნიშური ბრენდის — UNUM-ის თანადამფუძნებელი გახდა. 5 უნიკალური არომატისგან შემდგარი კოლექცია მდიდრული საკმეველის და მითიური ვარდების ბაზაზე შეიქმნა, როგორც ვატიკანის მარადიული რელიგიური სულის ახლებურად წარმოჩენის სურნელოვანი იარაღი.

დღეს, სორჩინელის არომატული პორტფელი ნიშური სუნამოების 7 ხაზს მოიცავს: UNUM-ს, MEMENTO-ს, ATMOSPHERE D’EMOTION-ს, SUPERFLUO?-ს (ნიშური სუნამოები და სხეულის მოვლის საშუალებები), X SÉ-ს, EXTRAIT DE MUSIQUE-ს და DÉLIRE DE VOYAGE-ს; კოლექცია SCENTED HOME კი დიფუზორებს — ინტერიერის 5 განსხვავებულ სურნელს გვთავაზობს.