LAMAR
Eau de Parfum
სუნამო
KAJAL PERFUMES PARIS-ის არომატის — Lamar-ის სახელწოდება სინათლის აღმნიშვნელი ფრანგული სიტყვიდან — Lumière-იდან მომდინარეობს. სუნამოს, მომაჯადოებელი სილამაზის და მომხიბლავობის გამო, თხევად ოქროსაც უწოდებენ.
Not Chosen
Lamar… სილამაზე განფენილია ყველა ასპექტში — სახელწოდებაში, ფლაკონსა და სურნელში.
KAJAL PERFUMES PARIS-ის არომატის დასახელებას ფრანგული წარმომავლობა აქვს: lumière „სინათლეს“ აღნიშნავს. სუნამოს, მომაჯადოებელი სილამაზის და მომხიბლავობის გამო, თხევად ოქროსაც უწოდებენ.
Lamar-ის შექმნის იდეა ჩამავალი მზის ალეგორიის განსხეულება იყო, რომლის წითელი, ყვითელი და მდიდრული ოქროსფერი სხივების ანარეკლი შორეული ჰორიზონტის ხაზთან მოლივლივე ღრუბლებში გამოკრთის; მისი დიდებული არომატი კი ვარდის და ჟასმინის ყვავილოვანი ნოტებით გაჟღენთილ ხმელთაშუა ზღვიდან მონაბერ ბრიზს მოგვაგონებს.
Lamar… ჭეშმარიტად დიდებული სურნელოვანი თაიგულია.
ცნობილმა პარფიუმერმა — მარკ ბაქსტონმა სუნამოზე მუშაობისას აღნიშნა: „ჩემი შთაგონება მდიდრული, ბუნებრივი, თბილი და გამყოლი სურნელის შექმნის იდეა იყო, რომლის დასამზადებლად, უმაღლესი ხარისხის ნატურალურ ინგრედიენტებს მივმართე. Lamar-ის საოცრად ქალური და მგრძნობიარე ხასიათის სურნელი, ვარდების ბილიკში ან იასამნებით სავსე მინდორში სეირნობის ასოციაციებს აღძრავს.“
გამხსნელი ნოტები: ანანასი, წითელი კენკრა, ვაშლი, ილი, ქინძი.
გულის ნოტები: ბულგარული ვარდი, თურქული ვარდი, სამბაკის ჟასმინი, მაგნოლია.
საბაზისო ნოტები: ვანილის და მუშკის ნაზავი, ქარვა, ქაშმირის ხე, კედარის ხე, მუშკი.
ALCOHOL DENAT.
PARFUM
WATER
CITRONELLOL
LINALOOL
LIMONENE
GERANIOL
FARNESOL
AMYL CINNAMAL
BENZYL ALCOHOL
EUGENOL
CITRAL
BENZYL SALICYLATE
HEXYL CINNAMAL
BENZYL BENZOATE
Kajal Perfumes Paris მდიდრული სუნამოების და ინტერიერის სურნელების სიყვარულით შექმნილი პარფიუმერული სახლია. ბრენდის შთაგონება სილამაზის სფეროდან მომდინარეობს: ინდურ კულტურაში „ხაჯალი“ kajal/kohl ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ თვალის ჩრდილს აღნიშნავს (ანტიკური კოსმეტიკური საშუალება ინდოეთში, ჩრდილო აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში თვალის მუქი ჩრდილებისთვის, რომელსაც ბუნებრივი მინერალით — სტიბნიტით, იგივე ანტიმონიტით ამზადებენ). Kajal Perfumes Paris-ის სახელწოდების შექმნაზე შემოქმედებითი გავლენა მოახდინა, ასევე, არაბულმა სიტყვამ — khajal, რაც თავმდაბლობას, მოკრძალებას, სხათა მიმართ პატივისცემას გულისხმობს.