LAIT DE VANILLE
Eau de Parfum
სუნამო
Lait De Vanille-ის მოგონებების აღმძვრელი სურნელი იმდენად გემრიელია, რომ მისი შეჭმა მოგინდებათ!
Not Chosen
Chabaud-ს არომატი Lait De Vanille სიტკბოთი, სიმშვიდით და გაცოცხლებული უმანკოებით აღსავსე საჩუქარია. თავდაჯერებას გვმატებს და იმ შინაგანი კომფორტისა და კეთილდღეობის შესახებ შეგვახსენებს, ერთ დროს, ჭიქა ცხელი რძე, კარაქის ორცხობილა ან ვანილის გემო რომ გვანიჭებდა: Lait De Vanille-ის მოგონებების აღმძვრელი სურნელი იმდენად გემრიელია, რომ მისი შეჭმა მოგინდებათ!
…
Chabaud-ს არომატი Lait De Vanille („ვანილის რძე“) სიტკბოთი, სიმშვიდით და გაცოცხლებული უმანკოებით აღსავსე საჩუქარია; თავდაჯერებას გვმატებს და იმ შინაგანი კომფორტისა და კეთილდღეობის შესახებ შეგვახსენებს, ერთ დროს, ჭიქა ცხელი რძე, კარაქის ორცხობილა ან ვანილის გემო რომ გვანიჭებდა: Lait De Vanille-ის მოგონებების აღმძვრელი სურნელი იმდენად გემრიელია, რომ მისი შეჭმა მოგინდებათ!
შთაგონება
„ვანილის რძე“ კულინარიული ცდუნების მრავალმხრივი ინგრედიენტით — შედედებული რძის, იგივე „დულჩე დე ლეჩეს“ ნოტებით იშლება. არომატის შოკოლადისებრ-ბალზამისებრი გული ბენზოინის (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) ნოტებისგან შედგება, ბაზა კი — ვანილის და კარამელის დამაგვირგვინებელი აკორდებისგან.
ზედა ნოტი: რძე
შუა ნოტი: ბენზოინი
ძირითადი ნოტი: ვანილი, კარამელი
Chabaud Maison de Parfum ნიშური პარფიუმერიის ფრანგული სახლია, რომელიც ლუქს-კლასის პარფიუმებისა და ტუალეტის წყლების, ინტერიერის სურნელის და სანთლების წარმოებაზე ფოკუსირდება. სოფი ჩაბო და მატია ბონო, ელეგანტურობის და სიწმინდის უწყვეტი ძიებისადმი თავდადებით, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალურ, უნიკალურ ესენციებს ქმნიან.
Chabaud-ს კოლექციები, ოცნებებით, მისტერიებით და მგრძნობიარობით, პოეზიას აღვივებს თითოეული მომხმარებლის პერსონალურ მოგზაურობაში. ბრენდის სწრაფვას უმაღლესი ხარისხისკენ, 100%-ით ფრანგული წარმოების გარანტიაც განამტკიცებს.
სწორედ ამ ტრადიციებისა და პარფიუმერიისადმი აღტაცების კვალდაკვალ დაიბადა Chabaud Maison de Parfum-ის სურნელოვანი კოლექცია და დახვეწილი სილამაზის მთელი სამყარო მოიცვა: პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც საფრანგეთის, ასევე — სხვადასხვა ქვეყნის რჩეულ პარფიუმერულ მაღაზიებში.