LAIT DE BISCUIT
Eau de Parfum
სუნამო
Chabaud-ს არომატს — Lait De Biscuit-ს დროში მოგზაურობის ეფექტი და მაქსიმალური სიამოვნების მომნიჭებელი მოქმედება ახასიათებს: ბავშვობის მოგონებებში გვაბრუნებს და გემრიელი სურნელით, ჩვენი პატარაობის სანუკვარ კერძებს გვახსენებს.
Not Chosen
Chabaud-ს არომატს — Lait De Biscuit-ს დროში მოგზაურობის ეფექტი და მაქსიმალური სიამოვნების მომნიჭებელი მოქმედება ახასიათებს: ბავშვობის მოგონებებში გვაბრუნებს და გემრიელი სურნელით, ჩვენი პატარაობის სანუკვარ კერძებს გვახსენებს.
ეს სუნამო, მართლაც, სტკბოს და მადის აღმძვრელი დელიკატესების საბედისწერო ნაზავია!
შთაგონება:
Lait De Biscuit-ის სურნელოვანი კომპოზიცია მსოფლიოს საუკეთესო ტკბილეულის ტრიუმვირატებისგან შედგება:
არომატი კონდიტერული ნოტებით იშლება. რა უნდა წარმოვიდგინოთ: კარაქის ბისკვიტი, ტორტი თუ ორცხობილა „ენა“? — იქნებ, ჩვენს ყნოსვას, ირისის და მოხალული ნუშის მსგავსი კარამელის ნოტები მიუძღვიან?
საბოლოოდ, ვანილის დახვეწილი სურნელი იგრძნობა, თუმცა, არავინ იცის, რაზე მიგვანიშნებს ის, ნაყინზე თუ პუდინგზე…
ზედა ნოტი: გურმანული ნოტები
შუა ნოტი: კარამელი
ძირითადი ნოტი: ვანილი
Chabaud Maison de Parfum ნიშური პარფიუმერიის ფრანგული სახლია, რომელიც ლუქს-კლასის პარფიუმებისა და ტუალეტის წყლების, ინტერიერის სურნელის და სანთლების წარმოებაზე ფოკუსირდება. სოფი ჩაბო და მატია ბონო, ელეგანტურობის და სიწმინდის უწყვეტი ძიებისადმი თავდადებით, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალურ, უნიკალურ ესენციებს ქმნიან.
Chabaud-ს კოლექციები, ოცნებებით, მისტერიებით და მგრძნობიარობით, პოეზიას აღვივებს თითოეული მომხმარებლის პერსონალურ მოგზაურობაში. ბრენდის სწრაფვას უმაღლესი ხარისხისკენ, 100%-ით ფრანგული წარმოების გარანტიაც განამტკიცებს.
სწორედ ამ ტრადიციებისა და პარფიუმერიისადმი აღტაცების კვალდაკვალ დაიბადა Chabaud Maison de Parfum-ის სურნელოვანი კოლექცია და დახვეწილი სილამაზის მთელი სამყარო მოიცვა: პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც საფრანგეთის, ასევე — სხვადასხვა ქვეყნის რჩეულ პარფიუმერულ მაღაზიებში.