მთავარიშოპისუნამო

LAIT CONCENTRE

LAIT CONCENTRE
LAIT CONCENTRE

Eau de Parfum

სუნამო

Lait Concentre სასიამოვნო და ჰაეროვანი სურნელია, რომელიც ძვირფასი მომენტის არსს აღბეჭდავს.

მოცულობა:

Not Chosen

363.00 ₾
აღწერა

Chabaud-ს არომატი Lait Concentre ბავშვობის ემოციებს აღძრავს, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და პოპულარული დესერტის — შედედებული რძის შესახებ: სუნამოს ზღაპრული, თითქოს ხელშესახები, სიფრიფანა ვუალი, გონებაში ამოტივტივებული მოგონებების მსგავსად, ჰარმონიულად ერწყმის კანს.

Lait Concentre სასიამოვნო და ჰაეროვანი სურნელია, რომელიც ძვირფასი მომენტის არსს აღბეჭდავს.

შთაგონება

Lait Concentre-ის სურნელის გაშლისას, ნათელი, რძისებრი ნოტები გვეგებებიან და მე-19 საუკუნის ფრანგი კონდიტერის — ნიკოლას აპერტის მიერ შექმნილ გემრიელ, კონცენტრირებულ რძეს მოგვაგონებენ.

სუნამოს მსუბუქი და ხილულად გამჭვირვალე არომატი უშაქრო ქოქოსის მომჟავო ნოტებით პროგრესირებს, კულმინაციისას კი — კარამელის თავშეკავებული ნოტები ვლინდება.

ზედა ნოტი: რძე

შუა ნოტი: ქოქოსი

ძირითადი ნოტი: კარამელი

Chabaud Maison de Parfum ნიშური პარფიუმერიის ფრანგული სახლია, რომელიც ლუქს-კლასის პარფიუმებისა და ტუალეტის წყლების, ინტერიერის სურნელის და სანთლების წარმოებაზე ფოკუსირდება. სოფი ჩაბო და მატია ბონო, ელეგანტურობის და სიწმინდის უწყვეტი ძიებისადმი თავდადებით, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალურ, უნიკალურ ესენციებს ქმნიან.

Chabaud-ს კოლექციები, ოცნებებით, მისტერიებით და მგრძნობიარობით, პოეზიას აღვივებს თითოეული მომხმარებლის პერსონალურ მოგზაურობაში. ბრენდის სწრაფვას უმაღლესი ხარისხისკენ, 100%-ით ფრანგული წარმოების გარანტიაც განამტკიცებს.

სწორედ ამ ტრადიციებისა და პარფიუმერიისადმი აღტაცების კვალდაკვალ დაიბადა Chabaud Maison de Parfum-ის სურნელოვანი კოლექცია და დახვეწილი სილამაზის მთელი სამყარო მოიცვა: პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც საფრანგეთის, ასევე — სხვადასხვა ქვეყნის რჩეულ პარფიუმერულ მაღაზიებში.