LADY MILLION FABULOUS
Eau de Parfum
სუნამო
Lady Million Fabulous ყვავილოვანი, ქარვისებრი არომატია Paco Rabanne-ისგან; სურნელოვანი კომპოზიცია, რომლის მბრწყინავი თეთრი ყვავილები ღრმად მაცდურ ბაზას ეჯახებიან.
Not Chosen
Lady Million Fabulous ყვავილოვანი, ქარვისებრი არომატია Paco Rabanne-ისგან; სურნელოვანი კომპოზიცია, რომლის მბრწყინავი თეთრი ყვავილები ღრმად მაცდურ ბაზას ეჯახებიან.
ნათელ, მზისებრ-ყვავილოვან თაიგულს ენერგიული ვარდისფერი პილპილი და გრილი მანდარინი წარადგენენ, ჟასმინთან, ილანგ ილანგთან და კრემოვან ტუბეროზასთან ერთად. ელეგანტური ხავსი და ტონკას მარცვლები კონტრასტულ, მძლავრ ბრწყინვალებას მატებენ სურნელს, რომელიც ვანილის მდიდრულ ნოტებთან ერთად ციმციმებს და ხანგრძლივ, მათრობელა, მგრძნობიარე სითბოს წარმოქმნის.
არომატის დაგემოვნებისას, ტრანსის მდგომარეობაში აღმოჩნდებით — სტადიაში, როდესაც მხოლოდ ცეკვა გსურთ და სხვა არაფერი.
top - Mandarin oil, Pink pepper, Bergamotoil;
heart - jasmin sambac, tuberose absolute, ylang-ylang extra, jasmine absolute;
base notes - vanilla bean, moss, tonka bean
Mr. Paco Rabanne 1934 წელს, ბასკების ქვეყანაში — ესპანეთში დაიბადა. 5 წლისა იყო, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და დედამ, ბავშვთან ერთად, საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა.
ცნობილია, რომ Rabanne-ის დედა, Balenciaga-ს მოდის სახლში მკერავად მუშაობდა. სავარაუდოდ, მოდის სიყვარულიც მან შთაუნერგა. სწორედ საფრანგეთში შეიძინა ფრანცისკომ ახალი სახელი — Paco Rabanne, რომლითაც მის მემკვიდრეობას, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს.
1960-იანებში, არქიტექტურული კურსების გავლის შედეგად შეძენილი უნარები ავანგარდული აქსესუარების დიზაინების შექმნას მოახმარა და რამდენიმე მაღალი მოდის სახლს უნიკალური ნამუშევრებიც შესთავაზა.