LADY MILLION
Eau de Parfum
სუნამო
Paco Rabanne-ის არომატი Lady MILLION ოქროს გოგონების თავბრუდამსხმელი სურნელია — მუდამ ყურადღების ცენტრში მყოფი, გაბედული პერსონებისთვის.
Not Chosen
ეთამაშეთ ცეცხლს და სასურველი მამაკაცის ფანტაზიების გარდა, ნურავის დაემორჩილებით. იბრწყინეთ ისე, როგორც არავის შეუძლია; გარშემომყოფთათვის კი — იღბლის მიმტანი გახდით.
Paco Rabanne-ის არომატი Lady MILLION ოქროს გოგონების თავბრუდამსხმელი სურნელია — მუდამ ყურადღების ცენტრში მყოფი, გაბედული პერსონებისთვის. მისი მერქნისებრი, ყვავილოვანი არომატი გრილ, ხორციელ ყვავილებს პაჩულის სექსუალურ ნოტებს უხამებს.
Lady MILLION მათრობელა, მგრძნობიარე სუნამოა, რომელიც ყველას განაიარაღებს!
top - Neroli, bitter orange and raspberry;
heart - Orange blossom absolute, jasmine absolute;
base notes - Honey and patchouli
Mr. Paco Rabanne 1934 წელს, ბასკების ქვეყანაში — ესპანეთში დაიბადა. 5 წლისა იყო, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და დედამ, ბავშვთან ერთად, საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა.
ცნობილია, რომ Rabanne-ის დედა, Balenciaga-ს მოდის სახლში მკერავად მუშაობდა. სავარაუდოდ, მოდის სიყვარულიც მან შთაუნერგა. სწორედ საფრანგეთში შეიძინა ფრანცისკომ ახალი სახელი — Paco Rabanne, რომლითაც მის მემკვიდრეობას, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს.
1960-იანებში, არქიტექტურული კურსების გავლის შედეგად შეძენილი უნარები ავანგარდული აქსესუარების დიზაინების შექმნას მოახმარა და რამდენიმე მაღალი მოდის სახლს უნიკალური ნამუშევრებიც შესთავაზა.