მთავარიშოპისუნამო

Ladies Absolue Les Parfum Eau De Parfum

Ladies Absolue Les Parfum Eau De Parfum

სუნამო

Lancôme-ის ტკბილი, მბრწყინავი არომატი — LE PARFUM, კოლექციიდან ABSOLUE - კანთან მოალერსე ხავერდის ქსოვილის მსგავსად, ელეგანტური აურით მოგიცავთ!

მოცულობა:

Not Chosen

1,000.00 ₾

Lancôme-ის ტკბილი, მბრწყინავი არომატი — LE PARFUM, კოლექციიდან ABSOLUE - კანთან მოალერსე ხავერდის ქსოვილის მსგავსად, ელეგანტური აურით მოგიცავთ!

აღწერა

დააგემოვნეთ რადიკალი ვარდის შეხვედრა მუშკისა და თეთრი ჩაის ნოტებთან: მისი სურნელი, კანთან მოალერსე ხავერდის ქსოვილის მსგავსად, გრილი, ელეგანტური აურით მოგიცავთ!

Lancôme-ის ტკბილი, მბრწყინავი არომატი — LE PARFUM, კოლექციიდან ABSOLUE, ბრენდის საკულტო კრემის, Absolue Soft Cream-ის ყნოსვით ინტერპრეტაციას წარმოგვიდგენს.

რადიკალური არომატების კოლექცია — ABSOLUE, დომენში (იგულისხმება საფრანგეთის ღვინის მამულები) დაბადებული ვარდებისადმი მიძღვნილი ოდა და მაღალი პარფიუმერიის ისტორიაში, ვარდისადმი პატივისგების პირველი პრეცედენტია: 11 სუნამო, ბრენდის ექსკლუზიური ყვავილის — ცენტიფოლიას სხვადასხვა ასპექტს წარმოგიდგენთ და ვარდის არომატის რადიკალურად განსხვავებულ შეგრძნებას გპირდებათ!

თეთრი ჩაი, ნაზად იხლართება Lancôme-ის ვარდის საავტორო ნოტებთან, რომელთაც, სინაზეს ანიჭებს მუშკის დამაგვირგვინებელი შტრიხები. LE PARFUM, თითქმის, ციტრუსოვანი პროფილის კომპოზიციაა; მზის ოქროსფერი ნათების ასოციაცია, კანს რომ ეამბორება.

პარფიუმერები — ალიენორ მასენეტი და კაროლინ ბაქსტონი: „LE PARFUM, კანთან მოალერსე ხავერდისა და ოქროსფერი ნათების სადარი, კომფორტის და ინტიმურობის შეგრძნებებით გასხივოსნებული არომატია; ძვირფასი ვარდის, ჟასმინის და გლუვი მუშკის ვუალში გახვეული კომპოზიცია“.

Lancôme-ის პარფიუმერებმა, LE PARFUM-ზე მუშაობისას, კლასიკური სურნელოვანი პირამიდის წყობა დაარღვიეს და სურნელის კონსტრუირების ახლებური მეთოდი — The Halo Construction შექმნეს: ყოველი ყნოსვითი სიმფონიის გული, ვარდია!

ცენტიფოლიას ვარდი: დომენის (იგულისხმება საფრანგეთის ღვინის მამულები) ვარდების წიაღში დაბადებული ინგრედიენტი, კომპოზიციის გულში, მსხლის და ლიჩის შტრიხებით ბრწყინავს.

თეთრი ჩაის აკორდი: ბრენდის საავტორო ვარდთან ნაზად გადახლართული დამამშვიდებელი, ფაქიზი ნოტებით.

მუშკი: მძლავრი, ტექსტურირებული, ყოვლისმომცველი მერქნოვანი შტრიხი კრემოვან-რძისებრი ასპექტებით.

90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.