მთავარიშოპისუნამო

La Surprise

La Surprise
La Surprise

Eau de Parfum

სუნამო

Parfums MDCI-ს La Surprise ფრანგული როკოკოს გამორჩეული მხატვრის, ჟან-ონორე ფრაგონარის ცნობილი ფერწერული ნამუშევრის შთაგონებით შეიქმნა, სერიიდან Les Progrès de l’amour („სიყვარულის პროგრესი“)

მოცულობა:

Not Chosen

1,294.00 ₾
აღწერა

პარფიუმერ სესილ ზაროკიანის ქმნილება — Parfums MDCI-ს La Surprise ფრანგული როკოკოს გამორჩეული მხატვრის, ჟან-ონორე ფრაგონარის ცნობილი ფერწერული ნამუშევრის შთაგონებით შეიქმნა, სერიიდან Les Progrès de l’amour : ზაროკიანმა ოსტატურად გააცოცხლა სურნელოვანი, რომანტიკული ბაღის ლამაზი სცენა, სადაც გაოცებული ახალგაზრდა, ელეგანტური ქალბატონი და მისი თაყვანისმცემელია გამოსახული, ვარდით ხელში.

ჟან-ონორე ფრაგონარის მოცემული ნამუშევარი ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმ Frick Collection-შია დაცული.

გამხსნელი ნოტები: მწვანე აკორდი (ენერგიული, გამაგრილებელი ხასიათის რეპორდუქციული აკორდი მამაკაცის და ქალის გამხსნელ ნოტებში. ბუნების, ფოთლების, ფურცლების ან ხავსის, მცენარეული სურნელით), ილი, ბერგამოტი, რევანდი

გულის ნოტები: თეთრი ყვავილები, ვარდი, ატამი, ფრეზია, ია

საბაზისო ნოტები: ხის აკორდი, მუშკის ნოტები, მზის ნოტები (ნოტები გამაგრილებელი, ყვავილოვანი სურნელით; ილანგ ილანგის ნათელი აკორდით და ვანილისა და ქოქოსის თბილი, ნოსტალგიური აკორდებით), პაჩული, სანდალის ხე

ზედა ნოტები: მწვანე აკორდი, კარდამონი, ბერგამოტი, რევანდი

შუა ნოტები: თეთრი ყვავილები, ვარდი, ატამი, ფრიზია, ია

საბაზისო ნოტები: ხის აკორდი, მუშკი, მზის ნოტები, პაჩული, სანდალოზის ხე

არომატული სახლი Parfums MDCI სუნამოების მოყვარულებს და კოლექციონერებს სთავაზობს ხელოვნების ნიმუშებით შთაგონებულ ექსკლუზიურ სურნელებს ძვირფასი შეფუთვით — დახვეწილი არომატების მომხიბლავობას ფლაკონისა და თავსახურის პოეტური სილამაზე აძლიერებს.

მას შემდეგ, რაც Parfums MDCI-ს სუნამოები მეტმა ადამიანმა იპკურა, ბრენდის ცნობადობაც საგრძნობლად გაიზარდა: წლებთან ერთად, პარფიუმერიის პატარა სახლი არომატულ ლაბორატორიად იქცა, ყოველ ახალ პარფიუმერთან თანამშრომლობას კი ახალი არომატის შექმნა და ახალი შემოქმედებითი გზების აღმოჩენა მოჰყვა.