მთავარიშოპისუნამო

La Ravissante

La Ravissante
La Ravissante

Eau de Parfum

სუნამო

La Ravissante პარფიუმერმა ბერტრან დიუშოფორმა პარიზის Musée Carnavalet-ში დაცული ჟულიეტ რეკამიეს პორტრეტის (Portrait de Juliette Récamier) — ფრანსუა ჟერარის მიერ 1801 წელს დახატული მოდელის სილამაზის და ინტელექტის შთაგონებით შექმნა.

მოცულობა:

Not Chosen

1,294.00 ₾
აღწერა

Parfums MDCI-ს ყვავილოვანი, გურმანული და დამატყვევებელი არომატი — La Ravissante პარფიუმერმა ბერტრან დიუშოფორმა პარიზის Musée Carnavalet-ში დაცული ჟულიეტ რეკამიეს პორტრეტის (Portrait de Juliette Récamier) — ფრანსუა ჟერარის მიერ 1801 წელს დახატული მოდელის სილამაზის და ინტელექტის შთაგონებით შექმნა.

გამხსნელი ნოტები: კარამბოლა (ტროპიკული ხილის ნაირსახეობა), ნაში (აზიური მსხალი), ბროწეული, ვარდისფერი კენკრა, ავსტრალიური „თითა“ ლიმონი

გულის ნოტები: ცხრატყავა, ოსმანტუსის აბსოლუტი (პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით), სამბაკის ჟასმინის აბსოლუტი, მაგნოლია, ოზონის ნოტები (რეპროდუქციული პარფიუმერული აკორდი ჰაერის, წყლის, გამაგრილებელი, მეტალის ნოტებითა და ზღვიდან მონაბერი ბრიზის, სასიამოვნო ნიავში ნაზად მოფრიალე სუფთა სარეცხის ასოციაციებით, ქლორის ან ლითონის დახვეწილი ტონების კრისტალური აქცენტებით)

საბაზისო ნოტები: სანდალის ხე, „დრიფტვუდი“ (სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული — ზღვიდან გამორიყული ტოტების სურნელოვანი ასოციაცია ხის, ქარვის, მწვანე, მლაშე, კრემოვანი, ხილის მოტკბო სურნელით), თეთრი მუშკის ნოტები, ზეფირი, ვანილი

ზედა ნოტები: ნაშის მსხალი, ბროწეული, კარამბოლა (ვარსკვლავის ხილი), ლიმონი და წითელი კენკრა.

შუა ნოტები: ოსმანთუსი, ცხრატყავა, მაგნოლია, ოზონის ნოტები და ჟასმინი.

ქვედა ნოტები: ზეფირი, სანდალოზი, დრიფტვუდი, ვანილი და თეთრი მუშკი.

არომატული სახლი Parfums MDCI სუნამოების მოყვარულებს და კოლექციონერებს სთავაზობს ხელოვნების ნიმუშებით შთაგონებულ ექსკლუზიურ სურნელებს ძვირფასი შეფუთვით — დახვეწილი არომატების მომხიბლავობას ფლაკონისა და თავსახურის პოეტური სილამაზე აძლიერებს.

მას შემდეგ, რაც Parfums MDCI-ს სუნამოები მეტმა ადამიანმა იპკურა, ბრენდის ცნობადობაც საგრძნობლად გაიზარდა: წლებთან ერთად, პარფიუმერიის პატარა სახლი არომატულ ლაბორატორიად იქცა, ყოველ ახალ პარფიუმერთან თანამშრომლობას კი ახალი არომატის შექმნა და ახალი შემოქმედებითი გზების აღმოჩენა მოჰყვა.